“მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება “სევილიას” პოლონელი ნახევარმცველით გრზეგორჟ კრიხოვიაკით.
"წითელი ეშმაკები" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ, რადგან გუნდს ვეტერანი მაიკლ კერიკი დატოვებს. ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა. პოლონელი კი მისი შეცვლის კარგი ვარიანტი იქნება.
კრიხოვიაკი 32-ჯერაა გამოძახებული პოლონეთის ნაკრებში. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 38 მატჩი ჩაატარა “სევილიას” შემადგენლობაში. მისი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ფუნტია.