"მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა დავიდ დე ხეამ აღნიშნა, რომ "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვება გულშემატკივარს ეძღვნება.
"იუნაიტედის" მეკარემ "წითლებს" მე-12 ტიტული რამდენიმე დიდებული სეივის განხორციელებით მოაპოვებინა არა მარტო ფინალში, არამედ სხვა ეტაპზე გამოჩენილი გმირობების შედეგად.
მატჩის შემდეგ დე ხეამ განაცხადა: "ათი კაცით თამაში რთულია და იყო სხვა რთული მომენტებიც, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენ არასდროს ვყრით ფარ-ხმალს.
ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი და ინგლისის თასი გულშემატკივრებისთვის მოვიგეთ".
დე ხეამ ასევე განაცხადა, რომ გამარჯვება უფრო მეტად ფასეულია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც "იუნაიტედი" კრის სმოლინგის გაძევების შემდეგ აღმოჩნდა. "ჯესიმ დიდებული გოლი გაიტანა და ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ათი კაცით ვთამაშობდით. ჩვენ ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ინგლისის თასი მოვიგეთ.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც კლუბი ამ ტიტულს დაეუფლა და ეს მართლაც კარგი მომენტია - ინგლისის თასი მანჩესტერში დაბრუნდა".