კვირას და ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" სამედიცინო შტაბი შეეცდება დაადგინოს, რადმენად სერიოზულია მარკუს რეშფორდის მუხლის ტრავმა.
18 წლის რეშფორდმა "კრისტალ პალასთან" ფინალურ მატჩში მიიღო დაზიანება. მეორე ტაიმის შუაში იოან კაბაიმ ინგლისელს შემთხვევით დააბიჯა, რის შემდეგაც მარკუსმა "უემბლის" მოედანი კლუბის მედიკოსების დახმარებით დატოვა.
მატჩის შემდგომ გაკეთებულ ინტერვიუში "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე კონკრეტული ცნობები ვერ გაავრცელა.
Sky Sports-ი კი იტყობინება, რომ მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ რეშფორდს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და მაშინ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ რეშფორდი როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ახლა მისი თამაშის პერსპექტივები ეჭვქვეშ დადგა.