"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასი მოიგო და ამ ტურნირის ტიტულების რაოდენობით "არსენალს" გაუთანაბრდა.
მატჩის დასრულების შემდეგ "წითლების" რამდენიმე ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ბი-ბი-სი-ს და "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიის ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.
ლუი ვან გაალი: "ამ ტიტულის მოგება ფანტასტიკურია როგორც კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ისე ჩემთვის, რადგან უკვე ოთხ ქვეყანაში მაქვს მოგებული თასი და ამით ბევრი მწვრთნელი ვერ დაიკვეხნის, ამიტომაც ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ვღელავდი, როცა 10 კაცით ვითამაშეთ, თან სამშაბათსაც გვქონდა მატჩი, მაგრამ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, მე ვფიქრობ. ლინგარდმა სუპერ გოლი გაიტანა, თუმცა ეს ისედაც ვიცოდით!"
უეინ რუნი: "პრემიერ ლიგის დიდებული რეკლამა გამოვიდა. ქება-დიდება "კრისტალ პალასს", რთული მატჩი იყო, მაგრამ თავი გავართვით და ჯესიმ კარგი გოლი გაიტანა - ის მანჩესტერელია და დიდებულ განწყობაზე უნდა იყოს. სეზონის რთული დასასრული გვქონდა, მაგრამ დღეს ბეჯითად ვიშრომეთ. ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ასე რომ, მოხარულები ვართ. განსაკუთრებული მომენტია - ეს არის ტურნირი, რომელსაც პატარაობაში გულშემატკივრობისას ვუყურებდი, მანამდე ორი ფინალი წავაგე, ასე რომ, დღეს ვისიამოვნე. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" უკანასკნელად მოიგო ტიტულის, მაგრამ გულშემატკივრებისთვის დიდებული, ფანტასტიკურია. ტიტულის მოგება ქომაგებს გაამხნევებს".
მაიკლ კერიკი: "ტიტულის აღმართვის შეგრძნებას ვერ იყიდი. ეს არის ბევრი ემოცია, რელიეფი და კმაყოფილება, აღმართვისას კი დიდი სიამოვნება. საბოლოოდ მოგება დიდებულია ფეხბურთელებისთვის და შტაბისთვის, რომელიც ჩვენს სწორად მოსამზადებლად ბევრს შრომობდა, ასევე გულშემატკივრებისთვისაც, რადგან მათ ხმის ამოღების მიზეზი მიეცათ. საოცარი დღეა".
ხუან მატა: "უფრო რთულია, როცა ფინალში სათადარიგოზე ხვდები, მაგრამ ბოლოს გავიმარჯვეთ და ვფიქრობ, არც არასდროს დავნებებულვართ. ჩვენ ჩვენი ინგლისის თასი გვაქვს - რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ძალიან კარგი დასასრული აქვს. ჯესიმ დიდებული გოლი გაიტანა, მის უნარებს ყველა ვაცნობიერებთ და მის გამო ბედნიერები ვართ, მაგრამ ახლა მხოლოდ სიამოვნება გვახსოვს, დღეს სახლში ტიტულს ჩავიტანთ. დიდებულია ამ ტიტულის პირველად მოგება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად".
ჯესი ლინგარდი: "დავინახე, რომ მოფრინავდა, ფეხზე კარგად დამაჯდა, ყველაფერი, რაც მე მომეთხოვებოდა კარგად დარტყმა იყო და საბედნიეროდ, შევძელი. შემადგენლობის დასახელის შემდეგ ორი დღე მოგვეცა იმისათვის, რომ გონს მოვსულიყავით და მოვმზადებულიყავით. როგორც სათადარიგო, ყოველთვის მზად უნდა იყო სათამაშოდ და საბედნიეროდ, მე ვიყავი. დიდებული შეგრძნებაა, ამ თასის მოგება დიდებული გრძნობაა და ასევე სეზონის მაღალ ნოტაზე დასრულება. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მატჩის სანახავად ჩამოვიდნენ, ასე რომ, ფანტასტიკურია. ეს არის "იუნაიტედის" სტილი - ჩვენ კარგი გუნდური სულისკვეთება გვაქვს".
დავიდ დე ხეა: "დიდებული მატჩი და გოლი იყო. ვფიქრობ, ფინალში გამარჯვება დავიმსახურეთ და ახლა ამით დავტკბებით. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ეს ტიტული მოიგო და ბედნიერები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია - გულშემატკივრებისთვის ინგლისის თასის მოგება, კლუბისთვისაც ძალიან კარგია. სიტყვებით გადმოცემა რთულია. გულშემატკივარი მართლაც ბედნიერია. უფრო რთული, მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევაა 10 კაცით მოგება, რადგანაც რთული მომენტები გვქონდა. ეს ინგლისის თასია, მართლაც კარგი რამ."
დეილი ბლინდი: "ინგლისის თასის აღმართვა გასაოცარი გრძნობაა - ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის ამით. მით უმეტეს, ინგლისის თასით, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი ტურნირის მნიშვნელობა აქვს. გუნდს დიდებული სულისკვეთება აქვს და ასე იყო მთელი სეზონის განმავლობაში. სეზონის ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ამის გამო ამაყები უნდა ვიყოთ."