მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერის" ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ ოქროს ხელთათმანი ვერ მოიგო, ბასკი მაინც თვლის რომ ეს სეზონის მის კარიერაში საუკეთესო იყო
"ეს ჩემი საუკეთესო სეზონი იყო კარიერაში. ძალიან კარგად ვარ მომზადებული როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. თუ ასოციაციის თასსაც მოვიგებთ, უფრო კარგი იქნება.
ეს ტიტული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის. აუცილებლად შევეცდებით სეზონის ბოლო მატჩში თასის მოგებას.", - აცხადებს დე ხეა.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "კრისტალ პალასი" იქნება.
წყარო: Goal.com
---
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.