საინტერესო გადაწყვეტილება "იუნაიტედის" ხელმძღვანელობისგან.
Manchester Evening News-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს საზეიმო აღლუმის გამართვას იმ შემთხვევაში, თუ შაბათს ფინალში გაიმარჯვებს და ინგლისის თასს დაეუფლება.
"იუნაიტედს" აღნიშნული ტიტული 2004 წლის შემდეგ არ მოუგია, უკანასკნელად კი ტიტული 2013 წელს ერგო, როცა პრემიერ ლიგის ჩემპიონობის შემდეგ ქომუნითი შიდლს დაეუფლა, თუმცა, მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი პერიოდისა, თასს მანჩესტერის ცენტრში საჯაროდ არ გამოიტანენ.
კვირას ქალაქში დიდი მანჩესტერის მარათონი გაიმართება, გარდა ამისა, შედგება ინგლისისა და თურქეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი, ასე რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას არც კი მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის აღლუმის ჩატარების ნებართვის თაობაზე.
სხვათაშორის, "იუნაიტედი" ნამდვილად არ აღმოჩნდება "ლივერპულის" მდგომარეობაში. სკაუზერებმა წინასწარ მოამზადეს საჩემპიონო აღლუმი ევროპის ლიგის მოგების შემთხვევისათვის, მაგრამ "სევილიასთან" დამარცხების შემდეგ მომზადების ყველა მტკიცებულება თავიდან მოიცილეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ლივერპული" ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა - 2007 წელს მათ ასევე წინასწარ მოამზადებს ავტობუსი წარწერით: "ჩვენ ის 6-ჯერ მოვიგეთ!". ამ ფრაზაში ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებათა რაოდენობა იგულისხმებოდა, მაგრამ "მილანთან" 2-1 დამარცხების შემდეგ სკაუზერები კვლავ ხელცარიელები დარჩნენ.
წყარო:
M.E.N.