ენტონი მარსიალი "იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს.
როცა ენტონი მარსიალი "მონაკოდან" 36 მლნ. ფუნტად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, ევროპულ ფეხბურთში მას არავინ იცნობდა.
გუნდის კაპიტანმა უეინ რუნიმაც კი აღიარა, რომ მარსიალის შესახებ ინფორმაცია Google-ში მოიძია, რადგანაც ცოტა რამ იცოდა ფრანგის შესახებ.
"კეთილი, ახლა ხომ მიცნობს, არა?" განაცხადა მარსიალმა ფინალური მატჩის წინ.
"ეს ამბავი მეც გავიგე. ვფიქრობ, სახალისო ამბავია".ყველა ტურნირზე 17 გოლის გატანისა და 11 საგოლე გადაცემის შემდეგ რუნი ერთადერთი არ არის, ვინც მარსიალის შესაძლებლობებს გაეცნო.
20 წლის ფეხბურთელი ამჟამად "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.
მიუხედავად იმისა, რომ მარსიალი ხშირად იჩენს თავს შეხვედრებში, სახეზე ნამდვილად არ ეტყობა, რომ ამით ბედნიერია.
"გოლის გატანა ის არის, რაც მახარებს. ყველაზე მეტად ეს მაბედნიერებს. შინაგანად ბედნიერი ვარ, მაგრამ არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ემოციას საჯაროდ ავლენენ. მაგრამ არა ვარ ბედნიერი როცა გოლს ვიტან? გოლი ყველაზე მეტად მაბედნიერებს, რადგან მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა"თუკი მარსიალის სეზონი ბრწყინვალეა პერსონალური თვალსაზრისით, გუნდი ნამდვილად ვერ უბამს მხარს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა და პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გარეშე ჩაატარებს.
თუმცა ფრანგი აღნიშნავს, რომ მანჩესტერში ბედნიერია.
"მიყვარს მანჩესტერი, მიყვარს აქ ყოფნა და ჩემს თავს ჯერჯერობით აქ ვხედავ. მომავალი ნამდვილად უკეთესი იქნება, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ.
ვერასდროს მიხვდები, რა მოხდება მომავალში, მაგრამ გულშემატკივრებმა კარგად მიმიღეს. ჩემით ბედნიერები არიან და ის ფაქტი, რომ ჩემზე სიმღერებს მღერიან აჩვენებს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან. მე უბრალოდ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ მხარდაჭერისთვის ამაგი გადავუხადო.
გულშემატკივრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს და მოხარული ვარ, რადგან ყოველთვის მხარში მედგნენ და ამის გამო მადლიერი ვარ".წყარო:
goal.com