თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2777,
კომენტარები: 7
შეჯამება (ნაწილი I)
თავი X
შეჯამება (ნაწილი I)
შენაძენები

ორგანიზაციის მართვის მთავარი შემადგენელი ნაწილია ხალხის დარწმუნება შენთან გაერთიანების უპირატესობაში მაშინაც კი, როცა სხვაგან უფრო მეტი ხელფასის აღება შეუძლიათ. ეს პრობლემა რთულდება პრემიერ ლიგაში, რადგან სპორტის სხვა სახეობებისგან, მაგალითად, ამერიკული ფეხბურთისგან, განსხვავებით შეზღუდვა გამომუშავებულ თანხაზე, რომელსაც კლუბი ფეხბურთელს უნიშნავს, არ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და სკაუტებმა უფრო ძვირად გაყიდონ გუნდის ცხოვრების ძლიერი მხარეები. ისეთ კლუბშიც კი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, არასდროს გვსურდა, რომ წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ჩვენი ქვითრის სიფართე ყოფილიყო. ეს ძალიან სარისკოა, რადგანაც ყოველთვის არსებობს ვიღაც უფრო მდიდარი.

ხალხი მთავარ მწვრთნელს გამყიდველად არ აღიქვამს. არადა, ის გამყიდველია. როცა 1988 წელს პოლ გასქოინის ყიდვას ვცდილობდით, კლუბს აქტიურად ვაპიარებდი. ლონდონში გავემგზავრე და მის იურსიტს შევხვდი; ვუმტკიცებდი, რომ თუ სხვა კლუბში წასვლას გადაწყვეტდა, 20 წელიწადში ამას ინანებდა. პოლი ნიუკასლიდან იყო და შევახსენე, რომ "იუნაიტედში" სხვადასხვა "ჯორჯები" თამაშობდნენ - ბობი ჩარლტონი, სტივ ბრიუსი, ბრაიან რობსონი. ვიფიქრე, რომ ჩემმა მტკიცებულებებმა გაამართლა, მერე კი ციდან მიწაზე დავეშვი, როცა გავიგე, რომ "ტოტენჰემი" აირჩია - მათ დედამისს გეითსჰედში სახლი უყიდეს. მაგრამ გასქოინი გამონაკლისი იყო; როგორც ჩვეულებრივ, ვყიდულობდით მათ, ვისი ყიდვაც ნამდვილად გვინდოდა.

ნებისმიერი ლიდერი - გამყიდველია და უნდა გაყიდოს როგორც ორგანიზაციაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდებული ლიდერობის სურვილის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა თავისი იდეების გაყიდვასა და სხვების სწრაფვაში სრულყოფას უნდა მიაღწიოს. ხანდახან სხვები უნდა დაარწმუნო, აკეთონ ის, რის კეთებაც არ სურთ ან ჩაუნერგო აზრი იმის შესახებ, რომ მიაღწევენ იმას, რაზეც ვერც კი იოცნებებდნენ. ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვისაც ფულს უკვე უხდი. მაგრამ არის გამოწვევაც: მიაღწიო ადამიანებამდე, რომლებიც სისტემის მიღმა იმყოფებიან. "იუნაიტედის" შემთხვევაში ეს კლიენტთა სამ ჯგუფს ნიშნავდა: პოტენციური გულშემატკივრები, პოტენციური სპონსორები და პოტენციური ფეხბურთელები, მით უმეტეს, ახალგაზრდები. "იუნაიტედის" კომერციული სამსახური მათგან პირველ ორზე აგებდა პასუხს, მესამე კი ჩემი საქმე იყო. ეს ნიშნავდა, რომ ჩემი საქმის ნაწილი იყო კომპანიის გაყიდვების მენეჯერის როლის მორგება.

სტადიონზე გამყიდველების საფეხბურთო ანალოგი - ეს სკაუტთა სამსახურია. ორი ასეთი შევქმენი - "აბერდინში" და "მანჩესტერ იუნაიტედში". ჩვენს სკაუტებს გაყიდვების მენეჯერობისკენ ვუბიძგებდით: მათ ჰქონდათ მცირე დანამატი და სხვადასხვა ბონუსი, თუკი ფეხბურთელებს, რომელსაც აღმოაჩენდნენ, ჩვენს სისტემაში შევიყვანდით. თითოეული მათგანი გარკვეულ ტერიტორიასა და სასკოლო გუნდებს იღებდა დასაკვირვებლად და იცოდნენ, რას ვეძებდი ახალგაზრდებში. როგორც გაყიდვების მენეჯერს, ყოველი "შეთანხმების" პირობებზე დათანხმება მსურდა, მე ხომ არ მინდოდა, რომ ფეხბურთელები ბრმად შეეძინათ. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ჩემს განკარგულებაში ექვსი მეკარე, შვიდი ცენტრალური მცველი და ოთხი მარცხენა ვინგერი აღმოჩნდებოდა. "იუნაიტედში" გატარებულ პირველ კვირაში სკაუტებს შევხვდი და ვუთხარი: "თქვენი ქუჩის საუკეთესო ფეხბურთელი არ მაინტერესებს. მე თქვენი რაიონის საუკეთესო ფეხბურთელი მჭირდება".

როგორც ყველა კომპანიაში, რომელიც გაყიდვებით საქმიანობს, ჩვენს სკაუტურ სისტემაში იყო ფასეული კადრები. ჭეშმარიტი ნიჭია საჭირო იმისათვის, რომ რაღაც შეუზღუდავი დაინახო და წარმოიდგინო, რომ ეს მანათობელი ბრილიანტია, რომელიც დიადემას მოერგება. "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელოვანი სკაუტი ბობ ბიშოპი იყო, რომელიც ბელფასტზე მუშაობდა. ჩვენთან ბევრი ფეხბურთელი მოჰყავდა. ყველაზე მეტად იმით გახდა ცნობილი, რომ ჯორჯ ბესტი აღმოაჩინა და შეიძინა, თუმცა ბევრი კარგი ფეხბურთელი აღმოუჩენია.

ახალგაზრდობაში სკაუტებზე დაკვირვებით სხვადასხვა ტრიუკები ვისწავლე. ბობი კალდერი - "აბერდინის" სკაუტი, რომელსაც პირველად მაშინ შევხვდი, როცა ჩემი ძმის შეძენას აპირებდა, ჩვენს სახლში მოვიდა, დედაჩემს შოკოლადის შეკვრა მოუტანა, მამა სიგარეტის ბლოკი, მე კი ათი შილინგი. ბობის თავზე შლაპა ეხურა და ანგელოზივით იჯდა. როცა "აბერდინს" ვწვრთნიდი, მასთან ერთად ჯონ ჰიუიტის, ადგილობრივი სკოლის ბიჭის ყიდვა ვცადე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის", "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ინტერესთა სფეროში მოექცა. მის მშობლებს შევხვდით და დავიხარჯე იმის განმარტებით, თუ რის გაკეთება მინდოდა "აბერდინთან" ერთად, რამდენად დიდ კლუბად ვაქცევდი. უკვე მივდიოდით და ბობიმ ფეხბურთელის დედას უთხრა: "მისის ჰიუიტ, ხვალ დავბრუნდები და მოგიყვებით ზღვასთან ახლოს მდებარე ვერცხლის ქალაქზე ნამდვილ ამბავს". გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ ყველაფერი გააფუჭა. მაგრამ მართალი იყო. მან მასწავლა, რომ ამოცნობა იმისა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ნებისმიერ შეთანხმებაზე ახდენს გავლენას. თუ საუბარია ახალგაზრდაზე, ეს ფეხბურთელი არ არის. არც მამაა, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში მას შვილის ხარჯზე ცხოვრება სურს. გადაწყვეტილებას დედა იღებს. დედას სურს იცოდეს, რა იქნება მისი ვაჟისთვის უკეთესი. ამის მერე სკაუტებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ყურადღება დედაზე გაემახვილებინათ.

დევიდ ბექჰემისთვის ჩვენს ჭიდილს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდა, ვიდრე სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში არსებულ სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტიპიური გამოდგა. მალკომ ფიჯმენმა, ჩვენმა ლონდონის სკაუტმა, დევიდი მაშინ აღმოაჩინა, როცა 12 წლის იყო. ხელი იმან შეგვიწყო, რომ დევიდის მამა "იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო და დევიდს მისი გემოვნება მემკვიდრეობით გადაეცა. მაგრამ ცხადი იყო, რომ მისთვის სხვა კლუბებიც იბრძოლებდნენ, განსაკუთრებით "ტოტენჰემი". ამიტომაც თვალ-ყურს ვადევნებდით. დევიდის მშობლები და მისი დები ორი მიზეზის გამო გავიცანი: ეს უცნობი ადამიანის შესახებ ცნობების მოგროვებაში გეხმარება და მათ არწმუნებს, რომ შვილზე იზრუნებ. დევიდი მანჩესტერში მოვიწვიეთ, ზაფხულში ჩვენთან ივარჯიშა, მას "იუნაიტედის" ფორმა გავუგზავნეთ; პირველი გუნდის გასახდელში მოვიწვიეთ, როცა ლონდონში ვთამაშობდით. ეს ბექჰემსა და მის ოჯახს აგრძნობინებდა, რომ ბიჭი გვაინტერესებდა და ნამდვილად ასე იყო.

შეჯამება (ნაწილი I)


თუ წარმატებულ ორგანიზაციაში მუშაობ, ადვილი შესაძლებელია გაუფრთხილებლად, თავხედურად იმოქმედო. როცა "იუნაიტედში" გადავედი, მათ ეგონათ, რომ მანჩესტერის ნებისმიერი ბავშვი მათთან გადავიდოდა, მაგრამ ამის მაგივრად ეს ბიჭები "მანჩესტერ სიტიში" მიდიოდნენ. რაიან გიგზიც კი "მანჩესტერ სიტიში" ვარჯიშობდა. არ უნდა ელოდე ტრიუმფს, თუ იმედი გაქვს, რომ მსოფლიოს ნიჭიერი ადამიანები სამსახურში აყვანისათვის კარზე მოგიკაკუნებენ. სამყარო ასე არ არის მოწყობილი. უნდა წახვიდე და ეძებო ნიჭი. დროდადრო, როცა ჩვენი სკაუტები უქმეებზე სტადიონებს ათვალიერებდნენ ახალგაზრდა ნიჭის აღმოჩენის იმედად, მე ფეხბურთელებს ან მათ აგენტს ვუკავშირდებოდი, რადგან ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, სურს თავისი პოტენციური მწვრთნელის მცდელობების ხილვა. როცა შეთანხმების გაუქმების დრო მოდიოდა, ამ საქმეს დევიდ გილს ვაბარებდი. ყველას შემთხვევაში ამართლებდა, რადგან მკაცრ საუბრებს თავიდან მარიდებდა, ამ საუბრებს ფეხბურთელთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2016 20:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არასდროს გვსურდა, რომ წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ჩვენი ქვითრის სიფართე ყოფილიყო

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ მიყვარს ეს გუნდი და შენი ჯიბიდან ხო არ მიდისო ხალხი რო გვიწერს, ალბათ ჯობია გადახედონ

ყველაზე მცირე, მაგრამ მგონი საუკეთესო ნაწილია love

რაც არ უნდა იყოს ვან გაალის გუნდში საკმაოდ ბევრი ახალაგზრდა გამოჩნდა, როგორ და რანაირად სხვა საკითხია, მთავარია რამდენიმე კარგი ბიჭი ეზრდება გუნდს winked
0
№2
ავტორი: hemi
2 ივნისი 2016 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: General
არასდროს გვსურდა, რომ წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ჩვენი ქვითრის სიფართე ყოფილიყო

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ მიყვარს ეს გუნდი და შენი ჯიბიდან ხო არ მიდისო ხალხი რო გვიწერს, ალბათ ჯობია გადახედონ

ყველაზე მცირე, მაგრამ მგონი საუკეთესო ნაწილია love

რაც არ უნდა იყოს ვან გაალის გუნდში საკმაოდ ბევრი ახალაგზრდა გამოჩნდა, როგორ და რანაირად სხვა საკითხია, მთავარია რამდენიმე კარგი ბიჭი ეზრდება გუნდს winked

აი ზუსტად მაგას ვამბობ მეც, ამ მილიარდებით ნაშენები გუნდების ბალეშიკობა რო მდომებოდა იუნაიტედის ფანი არ ვიქნებოდი, იმას ქონდა მუღამი აკადემიის ბიჭები რო აზანზარებდნენ ევროპაშ და ტალანტრბს რო იპოვიდა ჟიდე ფერგი იაფად დაითრევდა მერე გამოზრდიდა და ასე

ამ ახალ წიგნს კარგი პირი უჩანს ისე
0
№3
ავტორი: Iunaitedi
2 ივნისი 2016 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ეს ისეთი სტატიაა, კარგად უნდა დაუკვირდე ყველა სიტყვას, თორე, ვერაფერს გაიგებ.
0
№4
ავტორი: gela-manchesteri
2 ივნისი 2016 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№5
ავტორი: jokero89
3 ივნისი 2016 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
smile ეჰ ბაბუ ბაბუ
0
№6
ავტორი: stepno
3 ივნისი 2016 03:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love
0
№7
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2016 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Fergii <3 <3 <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top