"მანჩესტერ იუანიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი ფიქრობს, რომ ის უხეში მოთამაშე არ არის, რადგანაც მას არასდროს მიუყენებია ტრავმა ფეხბურთელისთვის.
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა გაზეთებს ნამდვილად მისცა სალაპარაკო, როცა ევროპის ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩში ემრე ჯანისა და რობერტო ფირმინოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მოგვიანებით კი პრემიერ ლიგის ეგიდით "ლესტერთან" მატჩში რობერტ ჰუტისადმი გამოვლენილი უხეშობის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფელაიანიმ სასჯელი უკვე მოიახადა და თამაშს ინგლისის თასის ფინალში "კრისტალ პალასთან" მატჩში შეძლებს.
მანამდე კი აღნიშნა, რომ ის უხეში მოთამაშე არ არის. "ყველას აქვს საკუთარი აზრი. ყველა ასეთ აზრს რომ მოვუსმინო, თავი გამისკდება. ამიტომაც მხოლოდ საქმეზე, მწვრთნელის დავალებაზე, გუნდზე და კლუბზე ვფიქრობ.
ვიცი, როდის ვიქცევი ცუდად და როდის კარგად. ბინძური მოთამაშე არ ვარ. ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს. ფეხბურთელისთვის არასდროს მიმიყენებია ტრავმა. არასდროს.
მე მხოლოდ რეაქცია მაქვს. იქნებ ხანდახან იმპულსური ვარ, ეს ვთქვი. ასეთი ხასიათი მაქვს. მაგრამ როცა ვიღაც თმაზე მექაჩება, ამაზე რეაქცია მაქვს. ამის გამო არ ვიმსახურებ სასჯელს. ჰუტმა თმაზე მომქაჩა, მატკინა, ასე რომ, უბრალოდ რეაქცია გამოვავლინე".