ანდერ ერერა ფიქრობს, რომ ინგლისის თასის მოგება ჯილდო იქნება არა მარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც".
"წითლები" ფინალურ მატჩამდე ისე გავიდნენ, რომ ტურნირზე ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და ესპანელს მიაჩნია, რომ კლუბში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც გუნდს წარმატებისკენ მიმართავს.
"თავშეკავებული ვარ. არ მინდა ვიფიქრო გამარჯვებაზე და ამის გამო ჩვენი მოწინააღმდეგე არ დავაფასო. მათაც სურთ ისტორიის შექმნა.
მაგრამ, თუ მოვიგებთ, ეს მიეძღვნება ყველას და არა 11 ან 14 ფეხბურთელს, რომელიც მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
ადვილი სეზონი არ გვქონია და რთული მომენტები გამოვიარეთ, მაგრამ ერთად უნდა ვიდგეთ და ერთად ვიცინოთ, რადგანაც მიზნების მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა. ვიცით, რომ ჩვენს ზურგს უკან მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დგას. მხარდაჭერა დიდებულია და 100%-ანი.
იმის თქმა მინდა, რომ ამ კლუბში არის რაღაც განსაკუთრებული. გარდაქმნის, ან, თუ გნებავთ, არცთუ ისე კარგ პერიოდშიც კი შეგვიძლია ტიტულის მოგება.
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია, უპირველესი ტურნირი და ეს ნიშნავს, რომ ამ კლუბს რაღაც განსაკუთრებული აქვს. შეგვიძლია მოვიგოთ ტიტული და ამის საფუძველზე რაღაც ავაშენოთ. უნდა ვიბრძოლოთ.
თუკი გვსურს კვლავ საუკეთესო "მანჩესტერ იუნაიტედი" ვიყოთ, ამის გაკეთება ტიტულის მოგებით შეიძლება. ფანტასტიკური იქნება".