"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ტიმოთი ფოსუ-მენსა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ვეღარ მოხვდება, რადგანაც 100%-ით ჯანმრთელი არ არის.
18 წლის ფეხბურთელმა მაისის დასაწყისში თავისი პირველი მიწვევა მიიღო ჰოლანდიის ნაკრებისგან, მაგრამ დენი ბლინდმა შემადგენლობის მიღმა ტრავმის გამო მაინც დატოვა.
ბლინდის განცხადებით, მას ფოსუ-მენსას ხილვა სურს თამაშში და იმედოვნებს, რომ მომავალში ასეც იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფოსუ-მენსას მშობლები განაში დაიბადნენ და ფეხბურთელს ჯერ "ნარინჯისფერთა" პირველ ნაკრებში არ უთამაშია, შეიძლება თინეიჯერი განის ნაკრების ფეხბურთელობის კანდიდატადაც მივიჩნიოთ, რამეთუ განელებმა მას უკვე მიმართეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის წინადადებით.