პოლ სქოულზის მორიგი კრიტიკა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ლუი ვან გაალს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
"წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგებენ და ინგლისის თასს იმედგაცრუების მიმდინარე სეზონს ოდნავ მაინც მოჰფენენ ნათელს.
ოდესღაც რეკორდსმენი "იუნაიტედი", ახლა ინგლისის თასის მოგებათა რაოდენობებით "არსენალს" ჩამორჩება, თუმცა შაბათს "მეთოფეებისთვის" დაწევა შესაძლებელია. "წითლები" ბოლო 12 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ გავიდნენ ტურნირის ფინალში.
სქოულზი კი, რომელიც ლუი ვან გაალს მთელი სეზონის განმავლობაში აკრიტიკებდა, ხსნის, თუ რატომ ვერ აღწევდნენ წარმატებას მისი თანაგუნდელები სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში.
"გავარდნა იმედგაცრუება იყო, რადგან ინგლისის თასის ფინალში ყოფნა გვსურდა, ეს დიდი დღეა. მაგრამ, ეს ნამდვილად არ იყო პრიორიტეტი. ყველასთვის ცნობილია, რომ დიდებული ტურნირია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ან პრემიერ ლიგაზე პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო?
ჩვენ ყოველთვის ამ ორ ტურნირზე ვფიქრობდით და მიხვდებით, ალბათ, რატომაც. ძალიან ხშირად ინგლისის თასს ვეთიშებოდით, რადგანაც არ ვათამაშებდით ფეხბურთელებს, რომლებიც პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის დიდი მატჩებისთვის იყვნენ საჭირო", - განაცხადა ინგლისელმა.
სანამ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებდა, "წითლები" მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდნენ.
ვან გაალს შაბათს "იუნაიტედის" სამწლიანი უტიტულო სერიის დასრულება შეუძლია, თუკი გუნდი "უემბლიზე" გაიმარჯვებს, მაგრამ სქოულზს მიაჩნია, რომ "პალასს" ბევრი პრობლემის გაჩენა შეუძლია.
"ვფიქრობ, ხალხი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" გაიმარჯვებს, მაგრამ რთული თამაში იქნება.
"კრისტალ პალასი" კარგი გუნდია და ნებისმიერ კლუბს შეუქმნის პრობლემს, ასე რომ, რთული იქნება"წყარო:
goal.com