თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2016, 20:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4386,
კომენტარები: 18
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის ფინალური მატჩის პრევიუ.
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "უემბლი", ლონდონი (ნეიტრალური მოედანი)
მონაცემი: ინგლისის თასი, ფინალი
თარიღი: შაბათი, 21 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


ტრავმირებულები: ლედლი, შამახი, ჰანგელანდი, აპია
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: უიკჰემი, კაბაი, ზაჰა
განაცხადი:



"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დარმიანი, როხო, ფოსუ-მენსა, შნეიდერლინი
განაცხადი:
ლუი ვან გაალმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მატეო დარმიანი, მარკოს როხო და მორგან შნეიდერლინი გამოჯანმრთელდნენ და თამაშს შეძლებენ. დისკვალიფიკაცია სრულად მოიხადა მარუან ფელაინიმ და ბელგიელიც მზად არის სათამაშოდ.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


მე–15 ადგილი, 42 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): ფ-წ-მ-წ-მ-წ


გასვლაზე "საუთჰემპტონთან" განაცდილი მარცხის შემდეგ პრემიერ ლიგის სეზონი მე-15 ადგილზე დაასრულეს და 42 ქულა აიღეს.

ინგლისის თასი

"კრისტალ პალასი" ინგლისის თასის 1989/90 წლების ფინალისტია.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-5 რაუნდში დაასრულეს, წააგეს რა "ლივერპულთან" 1-2.

მიმდინარე სეზონში მესამე რაუნდში გასვლაზე "საუთჰემპტონი" დაამარცხეს 1-2, მეოთხე რაუნდში "სტონ სიტი" 1-0, შემდეგ "ტოტენჰემი" 0-1, მეოთხედფინალში "რედინგს" 2-0 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში "უოტფორდს" 2-1.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 66 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-ფ-მ-წ-მ


სახლში "ბორნმუთის" 3-1 დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს და 66 ქულა აიღეს.

ინგლისის თასი

ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0, მეოთხედფინალში "ვესტ ჰემს" პირველ მატჩში 1-1 ეთამაშა, გადათამაშებაში კი 1-2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში "ევერტონს" მოუგო 2-1.

"იუნაიტედმა" "უემბლიზე" ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო (გარდა პენალტების სერიაში მოგებული მატჩისა)

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


წამყვანი ბომბარდირები: გეილი - 7 გოლი (3 ლიგაში)

თუ მოედანზე ზექი ფრაიერსი, ფრეიზერ კემპბელი და უილფრიდ ზაჰა გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: მარსიალი – 17 გოლი (11 ლიგაში).

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 48-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 31-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "პალასმა" 7-ჯერ, ხოლო 10 მატჩი ფრედ დასრულდა.

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. "პალასის" ანგარიშზე 0 მოგებაა, "იუნაიტედმა" კი 2 მოიგო, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "ევერტონი"

20 აპრილი, 2016 წელი
მსაჯი: ლი მეისონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: დელენი (აგ) 4', დარმიანი 55'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"კრისტალ პალასი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის ნახევარფინალის გადათამაშება, "ვილა პარკი"

12 აპრილი, 1995 წელი.
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ბრიუსი 30', პალისტერი 41'
გაძევება: კინი

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩი განსაჯა, 153 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი ჯონ ბრუკსი

პრომო


მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2016 09:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი აზრით, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში უკვე წავაგეთ ლონდონში. "ვესტ ჰემთან" მატჩს რაღაც მხრივ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ამას. მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ინგლისის თასი მეტისმეტად საჭირო ტიტულია.

დიდი იმედი მაქვს, წესიერ ფეხბურთს ვიხილავთ და მოსაწყენი ფინალი მაინც არ გამოვა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხი არ მაღელვებს.

ეჭვი მაქვს, პარდიუ შემოგვიტევს საწყისი წუთებიდანვე, არადა, სწორედ ჩვენ უნდა შევუტიოთ. პირველი გოლი თუ გავიტანეთ, მერე გაიხსნებიან და უფრო გაგვიადვილდება თამაში. ისე კი, კონტრშეტევებზე რომ ააგებენ არწივები მთელ თამაშს, დიდი გამოცნობა არ სჭირდება და რაც უფრო სახიფათოა, ამისთვის საჭირო ფეხბურთელებიც ჰყავთ. კაბაი და კონორი თუ არ იქნებიან, ერთი დიდი პრობლემა მოხსნილი გვექნება, მაგრამ ზაჰა უეჭველად იქნებაო, როგორც პარდიუმ თქვა და ეგეც კაი თავსატეხია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Iunaitedi
20 მაი 2016 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Orive gundi gasvlaze tamashobs. Vicit rogor gvijirs gasvliti tamashebi. Imedia es gamonaklisi iqneba da amdenixnis ganmavlobashi ragacas movigebt.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2016 09:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Iunaitedi
Orive gundi gasvlaze tamashobs. Vicit rogor gvijirs gasvliti tamashebi. Imedia es gamonaklisi iqneba da amdenixnis ganmavlobashi ragacas movigebt.

პირობითად პალასი მასპინძელია. ლონდონშია თამაში, მაგრამ "იუნაიტედის" ფანებით სავსე იქნება სტადიონი და არა მგონია, ამან დიდი გავლენა იქონიოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Iunaitedi
20 მაი 2016 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Iunaitedi
Orive gundi gasvlaze tamashobs. Vicit rogor gvijirs gasvliti tamashebi. Imedia es gamonaklisi iqneba da amdenixnis ganmavlobashi ragacas movigebt.

პირობითად პალასი მასპინძელია. ლონდონშია თამაში, მაგრამ "იუნაიტედის" ფანებით სავსე იქნება სტადიონი და არა მგონია, ამან დიდი გავლენა იქონიოს

Fanebi gasvlaze yvelgan dayvebian da sheidzleba metnic arian mara ra xeiri araferi. Es finalia orjer ather asjer ufro motivirebuli iqneba palasi. Gasvla mainc gasvlaa chemi azrit.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2016 09:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Iunaitedi 
Fanebi gasvlaze yvelgan dayvebian da sheidzleba metnic arian mara ra xeiri araferi. Es finalia orjer ather asjer ufro motivirebuli iqneba palasi. Gasvla mainc gasvlaa chemi azrit.

ყველგან კი დაყვებიან, მაგრამ მეტნი ვერასდროს იქნებიან. პრემიერ ლიგაში სტუმარ გულშემატკივარს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ბილეთები ეძლევა სტადიონის საერთო ტევადობის პროცენტული პროპორციის შესაბამისად და თუ პრემიერ ლიგის სტადიონების ტევადობას გავითვალისწინებთ, მაქსიმუმ 5 ათას ფანზე ადის. ფინალში კი 31 ათასი ბილეთი გამოყვეს მხოლოდ "იუნაიტედის" ფანებისთვის, ერთი ამდენივე პალასისთვის და დანარჩენი ნეიტრალურებისთვის, ასე რომ, დიდი სხვაობა არ გვექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
20 მაი 2016 10:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახლა მაინც არ გაგვიცრუონ იმედი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: smartman
20 მაი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ეჭვი არ მეპარება, რომ ვან გაალი უტიტულოდ არ წავა winked
0
№8
ავტორი: hemi
20 მაი 2016 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: smartman
ეჭვი არ მეპარება, რომ ვან გაალი უტიტულოდ არ წავა winked

მეც მაგას ვფიქრობ ზუსტად ტიპს მაგარი ახირებები აქ და უტიტულოდ არ წავა მგონია რო ახლა მოიგებს დაკმაყოფილდება და მოგვშორდება რო წააგოს მერე თან ვუდვორდსაც ევასება და ამასაც ლაპარაკი არ შეეშლება დაატოვებინებს თავს.
მოკლედ მოსაგები გვაქ რა
0
№9
ავტორი: giorgi_gio100
20 მაი 2016 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
arvici mogeba unda mindodes tu wageba ... rom moigon da am jangianma tasma daatovebinon vangaali xo gavgijdi chemi .. mokled ra ar vici
0
№10
ავტორი: redarmy10
20 მაი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კრისტალს კი მოუგებენ ამფინალს მაგრამ მომავალ წელს ლიგაზე როვეიქნებიან მაგრად ტეხავს areyoukiddingme

იქნებ ვინმე წესიერი მენეჯერი მოიყვანონ და გაუშვან ეს მახინჯი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top