მიუხედავად იმისა, რომ ლუკ შოუ ინგლისის თასის ფინალში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ინგლისელის მარცხენა მცველის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და Aon-ს სავარჯიშო კომპლექსზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.
შოუ დაბრუნება ვარჯიშებთან ხუთშაბათს დილით პირველად ასახა ფოტოკამერებმა. 20 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდის მწვრთნელის მარსელ ბუტის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს.
აქამდე შოუ მხოლოდ ფიზიოთერაპევტთან ერთად ახერხებდა ვარჯიშს და მოედანზე ვერ გამოდიოდა, ამჯერად კი უფრო მეტი პროგრესი შეინიშნება.
სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო ლუკი ინგლისის ნაკრებს მიღმა დარჩა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავება, რასაც "თვითერის" საშუალებით გამოეხმაურა: "ყოველთვის მქონდა იმედი, რომ მანამდე გამოვჯანმრთელდებოდი! როგორც ჩანს, არ მოხერხდა. წარმატებას გისურვებთ, ბიჭებო, ევროზე".