ესპანელი მეკარე თავის მომავალთან დაკავშირებით ახალ მოთხოვნებს აყენებს.
დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულ თავის მომავალს განიხილავს, რადგანაც ლუი ვან გაალთან მისი ურთიერთობა გაუარესდა.
ესპანელმა მეკარემ გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალში" გადასვლა ისურვა. დე ხეას უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, რომელიც წლიურ 9.2 მილიონ ფუნტიან ანაზღაურებას მისცემდა და 2021 წლამდე იქნებოდა გათვლილი, ხოლო "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი "ოლდ ტრაფორდზე" უნდა გადასულიყო. მაგრამ შეთანხმება დოკუმენტების დროულად გაუფორმებლობის გამო არ შედგა.
თუმცა, მიუხედავად მორიგი შესანიშნავი სეზონისა და "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისა, დე ხეა თავის მომავალს მწვრთნელის თანამდებობაზე მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით გადაწყვეტს.
თუ ვან გაალი დარჩება და 2014 წელს გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებულ უკანასკნელ წელს ამოწურავს, დე ხეა სატრანსფერო ფანჯრის სცენაზე კვლავ გამოვა.
ჭორების დონეზე ცნობილია, რომ "იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიოს წინასწარი კონტრაქტი შესთავაზა, ამან კი შესაძლოა, დე ხეას გადაწყვეტილებას სხვაგვარი გეზი მისცეს. "იუნაიტედს" მეკარის შენარჩუნება სურს, ამიტომაც პორტუგალიელის გადაბირება შეიძლება დაჩქარდეს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოსა და დე ხეას ინტერესებს ერთი და იგივე აგენტი ჟორჟე მენდეში იცავს.
წყარო:
theguardian