თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2398,
კომენტარები: 10
ჰოჯსონი: "გუნდს რუნი არ ადგენს"
როი ჰოჯსონმა კაპიტნის როლზე ისაუბრა.
ჰოჯსონი:
ინგლისის ნაკრებში მარკუს რეშფორდის გამოძახების შემდეგ როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ შემადგენლობის შერჩევისას უეინ რუნის რჩევას არ ეკითხება.

18 წლის რეშფორდი 26-კაციან წინასწარ განაცხადში ხუთიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია და ამან ჟურნალისტებში ეჭვი გააჩინა, რომ მწვრთნელის არჩევანზე კაპიტანმა იქონია გავლენა, თუმცა ჰოჯსონი ამას კატეგორიულად უარყოფს.

"შემადგენლობის შერჩევისას რჩევას უეინ რუნის არ ვეკითხები, ეს არასწორი იქნებოდა.

მისი პასუხისმგებლობა მოთამაშის, კაპიტნის ფუნქციებში მდგომარეობს. არ ვაპირებ მის ჩარევას იმაში, თუ ვის ავირჩევ.

მე, რეი ლიუინგტონი და გარი ნევილი ფეხბურთს ხშირად ვუყურებთ, ამიტომაც არ არის მეოთხე კაცის ჩარევა საჭირო",
- განაცხადა "სამ ლომთა" მწვრთნელმა.

ჰოჯსონმა ასევე აღნიშნა, რომ რუნის ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

"უეინ რუნი კაპიტანია და ფანტასტიკური სამუშაო გასწია - 109 მატჩი და 51 გოლი - ბევრი ფეხბურთელი ვერ აღწევს ასეთ წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს რიგებში საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლებს იტანდა.

შემადგენლობა თურქეთის, პორტუგალიისა და ავსტრალიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა შევარჩიო. რუნი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ამ მატჩებში.

ჩემთვის მას გარანტირებული არ აქვს ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩებში მოხვედრა და არც ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდები, თუ საწყის მატჩებში არ ვათამაშებ, სანამ კონკრეტული დავალებისთვის შესაფერის ადამიანად არ მივიჩნევ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მაი 2016 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რეშფორდის გამოძახება იმ შიმპანზეს ტრავმამ განაპირობა ალბათ, თუმცა ასეა თუ ისეა ვერავინ იტყვის, რომ რეშფორდი დაუმსახურებლად მოხვდა შემადგენლობაშიო.
0
№2
ავტორი: Iunaitedi
17 მაი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ეკითხება კიარა.
0
№3
ავტორი: temo-scholes
17 მაი 2016 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას...

ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას...

ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას...

ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას..

ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას..

ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ რუნი არ იქნება ფორმაში ზამენაზე დასვას..
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 მაი 2016 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უოლკოტის დატოვებაში მართლა შეცდა ჩემი აზრით, თუ ტრამვებს აბრალებს მაშინ უილშირს რაღა უნდა ნაკრებში
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2016 14:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე გამოდის, რომ მარკუსს ჟურნალისტებმა დამსახურება დაუკარგეს და რუნის მიაწერეს ნაკრებში მისი მოხვედრა. რა სულელური ეჭვია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: dachi_mu
17 მაი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გუნდი არ შეიძლება გააახალგაზრდავო ეგრევე..თუ რამის მიღწევა გინდა.. 27 წელი ბაბუ მაგას რო აკეთებდა მაღალ დონეზე იმიტო გაქაჩა და იყო გგენიოსი.. :) ... ნახევარ დაცვა და დაცვა არის გამოუცდელი ხალხით სავსე რაც არის მიუღებელი.. არაფრით არ შეიძლებოდა კერიკის დატოვება განაცხადს მიღმა.. დარჩა ბარკლი რომელმაც ჩააგდო მეორე ნახევარი სეზონის... ტრამვამოშუშებული ჰენდერსონი და ასეთივე უილშირი.. სუსტია...
0
№7
ავტორი: stepno
17 მაი 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უეენნ love
0
№8
ავტორი: ikeoni
17 მაი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Runi tu ar iqneba aba vin unear iyos sheni dedas ******ii
0
№9
ავტორი: hemi
17 მაი 2016 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ნუ გინდ რუნის გინდ ვინმეს რატო უნდა კითხოს მწვრთნელია და თვითონ აირჩევს რა კითხვებს დასვამენ ხოლმე ჟურნალისტები, ოღონდ ცოტა ჭკვიანურად თუ აირჩევს უკეთესი იქნება
0
№10
ავტორი: tedore
17 მაი 2016 20:59
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რუნი თუ ფორმაში არ იქნება მარტო იმის გამო რომ კაპიტანია და ზურგზე რუნი აწერია არ უნდა ათამაშოს ექსპერიმენტების დრო არ არის ჯგუფში ერთი შეცდომა და შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს ნაკრები ასე რომ მე ვფიქრობ საუკეთესო თერთმეტეულმა უნდა ითამაშოს ვინც უკეთეს ფორმაში იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top