კვირას "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა კომედიური შეცდომების მთელი სერია გამოიწვია, მაგრამ იყო გულის ამაჩუყებელი შემთხვევაც, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა შეუწყვეს ხელი.
კვირას "იუნაიტედსა" და "ბორნმუთს" შორის გასამართი შეხვედრის გადადებამ ათასობით გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა.
ალბათ, ისე არავინ განაწყენებულა, როგორც მოზესი, რომელიც სიერა ლეონედან "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერთა ჯგუფმა მოიწვია "ბორნმუთთან" მატჩზე დასასწრებად, მაგრამ შეხვედრას ვერ დაესწრო და სახლში გაფრენას აპირებდა, თუმცა MUST-მა აფრიკელს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის გადაცვლა შესთავაზა და მოზესი ინგლისის თასის ფინალის ბილეთით დაასაჩუქრა.
"MUST-ის სახლში ვიმყოფებოდით და ვსვამდით, როცა ახალი ამბებით გავრცელდა, რომ საეჭვო პაკეტის აღმოჩენის გამო შეხვედრა 45 წუთით გადაიდო.
უჩვეულო ამბავი იყო, მაგრამ რეალობას არ ჰგავდა, შემდეგ კი გავიგეთ, რომ შეხვედრა გადაიდო და მოზესს ვუთხარი, რომ ჩვენს სიახლოვეს ყოფილიყო, რადგანაც ასეთ შანსს კიდევ როდის მიიღებდა, არავინ იცის.
სწრაფი მოლაპარაკება გაიმართა ჩვენ შორის და მისი ფრენის გადადებაზე შევთანხმდით - ასე რომ, ხვალის ნაცვლად მომდევნო კვირას გაფრინდება - და მას ინგლისის ფინალური მატჩის ბილეთი მივეცით. რამდენიმე მეგობარი მას მანჩესტერსაც დაათვალიერებინებს", - განაცხადა მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენელმა პირმა.