ოთხის წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ბლოგია, რომელიც დამიწერია. ის, რაც "ოლდ ტრაფორდზე" კვირას მოხდა, ყველასთვის აბსოლუტური შოკია. როგორ იცით, მატჩი სამშაბათისთვის გადაიტანეს საეჭვო პაკეტის გამო, რომელიც შეიძლება ბომბი იყოს და როგორც მე მითხრეს, სტადიონზე იპოვეს. უსაფრთხოების მთელმა გუნდმა ეფექტურად იმუშავა, რის შედეგადაც სტადიონის ევაკუაცია ძალიან სწრაფად მოხერხდა. ეს პანიკის თავიდან არიდებაში დაგვეხმარა, თუმცა უცნაური გრძნობა გვქონდა. დაძაბულობისა და გაურკვევლობის ერთგვარი შერწყმა. გულშემატკივარმა სტადიონი ჩვენზე ადრე დატოვა. ვგონებ, "ოლდ ტრაფორდი" დაახლოებით ხუთი საათისთვის დავტოვეთ, როცა უკვე გავაცნობიერეთ, რომ ყველაფერი გამოგვეცალა ხელიდან.
თანავუგრძნობთ ყველას, ვისაც სტადიონის დატოვება მატჩის უყურებლად მოუხდა. ნათელია, რომ უსაფრთხოების საკითხი ყველაზე წინ დგას. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მომენტები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფეხბურთზემ სპორტზე და საერთოდ საზოგადოებაზე. ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ სპორტს ხალხის გაერთიანება შეუძლია და ასევე უნდა ვიფიქროთ.
ამგვარად, პრემიერ ლიგის სეზონს სამშაბათს ვასრულებთ. "ოლდ ტრაფორდთან" გამოთხოვების ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფაქტი, რამეთუ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ. ეს ცუდ შეგრძნებას გვიტოვებს იმის მიუხედავადაც კი, რომ ამ სეზონში ბევრი კარგი მომენტი გამოვიარეთ. საკმარისად კარგად და საიმედოდ ვერ ვთამაშობდით იმისათვის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ნამდვილად ასეა, მით უმეტეს თუ განვსჯით იმით, როგორ სირთულეებს გადავაწყდით ამ კამპანიისას. პირველ ყოვლისა ეს ეხება ტრავმებს (მახსენდება მომენტი, როცა 15 ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა). მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამბიცია უნდა შეინარჩუნოს და ყოველთვის იბრძოლოს. პირადად მე ვთვლი, რომ პატივი მერგო და პრემიერ ლიგაში ვითამაშე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ადრე ასეთი რამ გამომივიდოდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთი გუნდური სპორტის სახეობაა და ეს პირველ ყოვლისა. დღეს დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენი გულშემატკივარი პრემიერ ლიგას ნორმალურად ვერ გამოეთხოვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტურნირის ბოლო მატჩში გამარჯვებას ვაჩუქებთ.
საბედნიეროდ, თქვენთვის ტიტულის მოგების შანსი მოგვეცა, რასაც შაბათს გავაკეთებთ. ინგლისის თასზე მოგება შესანიშნავი მოვლენა იქნება. ბრწყინვალე ტიტულია. "უემბლიზე" ერთხელ უკვე გავიმარჯვე. ვიცი, რას ნიშნავს ეს ტურნირი ინგლისისა და მსოფლიოსთვის. მისი ისტორია 140 წელზე მეტს ითვლის, ყოველ წელს უამრავი გუნდის იღებს მონაწილეობას (სადღაც წავიკითხე, რომ 700-ზე მეტია). მარტო "უემბლიზე" ფინალური მატჩი რად ღირს. ინგლისის თასი უნიკალური ტურნირია. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ "კრისტალ პალასის" დასამარცხებლად. ისინი ფინალში გავიდნენ და ამ გზაზე პრემიერ ლიგის ოთხი გუნდი დაამარცხეს. ძალიან მებრძოლი კოლექტივია.
ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით,
ხუანი
მატას ბლოგი
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.