თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2016, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 12
საეჭვო პაკეტი მხოლოდ საწვრთნელი ბომბი აღმოჩნდა
"ოლდ ტრაფორდს" უბედური შემთხვევა არ ემუქრებოდა.
საეჭვო პაკეტი მხოლოდ საწვრთნელი ბომბი აღმოჩნდა
დადასტურდა, რომ საეჭვო ნივთი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" აღმოაჩინეს და რომელსაც ბომბის გაუნებელყოფის სამსახურის ჩარევა დასჭირდა, მხოლოდ საწვრთნელ ბომბს წარმოადგენდა.

კვირას გასამართი შეხვედრის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსონალმა პოლიციას აცნობა, რომ North West Quadrant-ის ტუალეტებში, სერ ალექს ფერგიუსონის სახელობისა და სტრეტფორდ ენდის ტრიბუნებს შორის საეჭვო ნივთი იქნა აღმოჩენილი.

პოლიციამ მაშინვე ბომბის გაუნებელყოფის სამსახური გამოიძახა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგანი რეალურ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან მიმსგავსებული საწვრთნელი ბომბი იყო.

მაშინვე დაიწყო სტადიონის ევაკუირება, ხოლო პოლიციისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური პირების შეთანხმებით შეხვედრა გადაიდო.

დიდი მანჩესტერის პოლიციის კონსტებლის მთავარი ასისტენტი ჯონ ო'ჰეირი ამბობს: "მადლიერი ვარ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" გულშემატკივრებისა მათი მხარდაჭერისა და გაგების გამო.

დღევანდელი მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ დავადგინეთ, რომ ნივთი მხოლოდ საწვრთნელ ვარიანტს წარმოადგენდა, რომელიც კერძო კომპანიას დარჩა ასაფეთქებელი მოწყობილობის მაძებარი ძაღლების წვრთნის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი არ არის ნამდვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესახედავად ძალიან ჰგავდა მას და სტადიონის ევაკუირების გადაწყვეტილება სავსებით მართებული იყო, რადგანაც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხალხი საფრთხეში არ არის.

ყველანი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, ინსტრუქციებს მიჰყვებოდნენ, ოფიცრებსა და სტიუარდებთან ერთად მუშაობდნენ და უსაფრთხო ევაკუაცია მალე დასრულდა. ამის გამო საფეხბურთო ოჯახი შექებას იმსახურებს და მათი ქმედებები აღიარებული იქნება.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ოპერაციაში მონაწილეობის მიმღებ პირებს ასეთი პროფესიონალური პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის, მათ შორის კი იყვნენ პოლიციის ოფიცრები, სტიუარდები, საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსონალი, მედიის წარმომადგენლები, კომენტატორები და ბომბის გაუნებელყოფის გუნდი".


"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი: "გულშემატივართა უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.

მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას უმაღლესი დონის მხარდაჭერისთვის და ორივე გუნდის გულშემატკივრებსაც.

კლუბი უსაფრთხოებას სერიოზულად უდგება და პერსონალს რეგულარულად ავარჯიშებს პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურთნ ერთად, რათა ასეთი ინციდენტები აღმოჩენილი და აღკვეთილი იქნას.

ინციდენტს გამოვიძიებთ და სამომავლო გეგმებსა და გადაწყვეტილებებს გაცნობებთ".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 მაი 2016 09:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩაწყობილი იყო რა! ახლა უკვე ვიცით, რომ აზრი არ აქვს მატჩს და ფეხბურთელებს დაასვენებს ფინალისთვის. ტყუილად უნდა ერბინათ გუშინ და ვინ იცის, ტრავმაც შეიძლება მიეღოთ.

არადა, მარსიალს ერთი გოლი უნდა რეკორდამდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
16 მაი 2016 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Mtavaria yvelaferi kargad da mtavrda da martla namdvili ar iyo
0
№3
ავტორი: hemi
16 მაი 2016 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
დარჩათო :დ ორი სეზონია გუნდი, მწვრთნელი, დირექცია გვეღადავება ახლა მანჩესტერის პოლიციაც დაემატა
0
№4
ავტორი: REVIVO
16 მაი 2016 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
Sad da rodis unda daasvenos roca tamashi 17-ia danishnuli ukve
0
№5
ავტორი: giorgiginturi
16 მაი 2016 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ერთი ის გამარკვიეთ ვინმემ, თუ მოვიგებთ ხო გაუტოლდებით სიტის ქულებით? და მათთან ურთიერთ შეხვედრები კარგი გვაქვს ამ სეზონში და ბურთების შეფარდებებია ჯერ მთავარი? თუ რა ხდება როგორ წყდება მეოთხე ადგილი?
ამდენი წლის გულშემატკივარს ეს არასოდეს დამჭირვებია რომ გამეგო!
ვინმემ ამიხსენით...................
0
№6
ავტორი: kaxeti
16 მაი 2016 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სამწუხაროდ პრემიერლიგაში ჯერ ბურთების შეფარდებას ითვლიან და მერე პირადულს ასე რომ როგორც მოსალოდნელი იყო ოთხეულს მიღმა დავრჩით მე რომ ვან გაალის ცოლი და დედა მოვ ***
0
№7
ავტორი: temo-scholes
16 მაი 2016 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: giorgiginturi
ერთი ის გამარკვიეთ ვინმემ, თუ მოვიგებთ ხო გაუტოლდებით სიტის ქულებით? და მათთან ურთიერთ შეხვედრები კარგი გვაქვს ამ სეზონში და ბურთების შეფარდებებია ჯერ მთავარი? თუ რა ხდება როგორ წყდება მეოთხე ადგილი?
ამდენი წლის გულშემატკივარს ეს არასოდეს დამჭირვებია რომ გამეგო!
ვინმემ ამიხსენით...................

ხო ძმა არანაირი მნიშვნელობა აგარ აქვს უკვე ჩვენს მოგებას გარდა 19:0-სა, რაც სავსებით არარეალურია დამეთანხმები.... ბურთების შეფარდებით ფასდება სამწუხაროდ...
0
№8
ავტორი: SirAlexFerg
16 მაი 2016 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
aba tu gaagdeben exla amas
0
№9
ავტორი: giorgiginturi
16 მაი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: temo-scholes
ციტატა: giorgiginturi
ერთი ის გამარკვიეთ ვინმემ, თუ მოვიგებთ ხო გაუტოლდებით სიტის ქულებით? და მათთან ურთიერთ შეხვედრები კარგი გვაქვს ამ სეზონში და ბურთების შეფარდებებია ჯერ მთავარი? თუ რა ხდება როგორ წყდება მეოთხე ადგილი?
ამდენი წლის გულშემატკივარს ეს არასოდეს დამჭირვებია რომ გამეგო!
ვინმემ ამიხსენით...................

ხო ძმა არანაირი მნიშვნელობა აგარ აქვს უკვე ჩვენს მოგებას გარდა 19:0-სა, რაც სავსებით არარეალურია დამეთანხმები.... ბურთების შეფარდებით ფასდება სამწუხაროდ...


არადა ასე არუნდა იყოს ამათი ნაბოზვარი დედებს ცენზურათ.... და ვან გაალსაც მოს*****ია პატრონი ........ კიდევ ერთი წელი ლიგის გარეშე..... no
0
№10
ავტორი: Mufc7
16 მაი 2016 18:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა მაიმუნობაა angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top