მატჩი სტადიონზე ბომბის შეტანის მიზეზით გადაიდო.
"ოლდ ტრაფორდს" სეზონის არაერთი დასამახსოვრებელი ფინალი უნახავს, მაგრამ მსგავსი არასოდეს.
2015/16 წლების სეზონის ბოლო მატჩზე შეკრებილი გულშემატკივარი მალევე დაბრუნდა სახლში, რადგანაც უსაფრთხოების სამსახურმა მატჩი ჩაშალა.
მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ორივე გუნდის ფეხბურთელები მზიან ამიდნში მოედანზე გამოვიდნენ გასახურებლად.
თბილისის დროით 17:43-ზე "იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" მოთამაშეები მოედანს განარიდეს და ამავდროულად დაიწყო "სტრეტფორდ ენდის" დაცარიელება.
მალე "იუნაიტედის" სტადიონის ცნობილი ტრიბუნა სრულიად დაცარიელდა, ამის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ტრიბუნის დაცარიელება დაიწყო, რამეთუ "წითელი კოდი" გამოცხადდა.
რაც შეეხება სერ ბობი ჩარლტონის სახელობისა და აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომ მაყურებლებს, კლუბმა მათ დიქტორის საშუალებით გამოუცხადა, რომ აღნიშნული ტრიბუნები სრულიად უსაფრთხო იყო და მშვიდად ჯდომა შეეძლოთ.
მატჩის დაწყების დროის, ანუ 18 საათამდე 3 წუთით ადრე კლუბის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ტრიბუნაზე საეჭვო პაკეტი იქნა აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნულ პირებს კვლავ მშვიდად ყოფნა სთხოვეს.
დაახლოებით 18:15-ზე სტადიონის ირგვლივ შეკრებილი გულშემატკივარი სახლისკენ დაიძრა, რადგანაც კლუბმა განაცხადა, რომ მატჩი გადაიდებოდა, ხოლო პირები, რომლებსაც საფრთხე არ ეხებოდათ, კვლავ ტრიბუნაზე ისხდნენ.
18:19-ზე დადასტურდა, რომ "იუნაიტედის" მატჩი გადაიდო.
დიდი მანჩესტერის პოლიციამ კი დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა შეტანილი. Goal-ის ცნობით, ბომბი მეტალისგან იყო დამზადებული.