"წითელი ეშმაკების" განაცხადი ცნობილია.
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გილერმო ვარელა და ეშლი იანგი შეიყვანა.
ადნან იანუზაი და მარკოს როხო ერთადერთი გამონაკლისი არიან იმ შემადგენლობიდან, რომელიც "ვესტ ჰემთან" შუა კვირას დამარცხდა, როგორც მოსალოდნელია, მარცხენა ფლანგს კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი ჩაიბარებს.
"იუნაიტედი" მანჩესტერში მდებარე სასტუმრო "ლოურიში" შაბათს შუადღეს მივიდა სწორედ იმ შეკეთებული ავტობუსით, რომელსაც "ვესტ ჰემის" გულშემატკივარი თავს დაესხა.
ვან გაალი კვლავ სათვალეებით მოგვევლინა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა გულშემატკივარს თავისი გულთბილი დამოკიდებულება, რამეთუ Adidas-ის მაისურში შემოსილ ორ პატარა გულშემატკივართან ერთად ფოტო გადაიღო.
ვან გაალმა პარასკევს განაცხადა, რომ იანგი გუნდთან ერთად ივარჯიშებდა, მაგრამ სეზონის ბოლო მატჩისთვის მზად არ იქნებოდა.
თუმცა იანუზაის ტრავმამ იანგს გუნდში ადგილი მაინც გამოუნახა. მიუხედავად იმისა, რომ ეშლის ინგლისის თასის ნახევარფინალში "ევერტონთან" და პრემიერ ლიგაში "ლესტერთან" მატჩში მონაწილეობა შეეძლო, ვან გაალმა იგი განაცხადში არ შეიყვანა. უკანასკნელად ინგლისელმა ერთი თვის წინ "ტოტენჰემთან" წაგებულ მატჩში ითამაშა.
ტიმოთი ფოსუ-მენსასა და მარკოს როხოს არყოფნამ გილერმო ვარელას ორთვიანი პაუზის შემდეგ გუნდში დაბრუნების საშუალება მისცა. უკანასკნელად ურუგვაელმა ევროპის ლიგაზე "ლივერპულთან" ფრედ დასრულებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სწორედ ვარელას ცუდმა თამაშმა მისცა ფილიპე კოუტინიოს გოლის გატანის საშუალება, რის გამოც ვან გაალმა 23 წლის ფეხბურთელი ვალენსიათი ჩაანაცვლა. ამ უქმეებამდე გილერმო პირველ გუნდში აღარ მოხვედრილა, თუმცა 21-წლამდელთა რიგებში თამაშობდა.
მისი თანაგუნდელი მარკოს როხო გულშემატკივართა მხრიდან დიდ კრიტიკას იმსახურებს და ამჯერად გუნდთან ერთად არ იმყოფება.
გუნდის შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, ვალენსია, ვარელა, სმოლინგი, ბლინდი, ჯონსი, ბორტუიკ-ჯექსონი, ერერა, შნეიდერლინი, კერიკი, მატა, ლინგარდი, მემფისი, იანგი, რუნი, მარსიალი, რეშფორდი.
წყარო:
M.E.N.