თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 8
რუნი: "სეზონი მხოლოდ კვირას უნდა შეფასდეს"
კაპიტნის ინტერვიუ "ბორნმუთთან" მატჩის წინ.
რუნი:
უეინ რუნის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეფასდეს, რაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის მატჩები დასრულდება, ვინაიდან გუნდს ჯერ კიდევ აქვს ოთხეულში მოხვედრის შანსი.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთს" უნდა მოუგონ, ხოლო "მანჩესტერ სიტი" "სუონსისთან" "ლიბერთი სტედიუმზე" დამარცხდეს, რათა "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე გადავიდეს. ამ გზით "წითლები" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, ინგლისის თასის ფინალური მატჩის წინ კი დიდ მუხტს მიიღებენ.

გუნდის კაპიტანმა მატჩის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ახსნა, თუ რატომ არ უნდა შეფასდეს კლუბის სეზონი ჯერჯერობით და რამდენად მნიშვნელოვანია საკვირაო მატჩი.

"ამჟამად, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. ვფიქრობ, სეზონის შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილს დავიკავებთ ჩემპიონატში, თუმცა კი იმედი მაქვს, რომ კვირას შუადღეს ისეთ შედეგს მივიღებთ, რომელიც ოთხეულში შეგვიყვანს და თანაც წინ ინგლისის თასის ფინალია.

თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ და ტიტულს მოვიგებთ, კარგი სეზონი გამოგვივა, ხოლო თუ ამას ვერ გავაკეთებთ - ცუდი, ასე რომ, ფინალამდე სეზონის ბოლო მატჩზე უნდა ვიფიქროთ",
- განაცხადა რუნიმ.

ვრცელი ინტერვიუს მიცემისას კაპიტანმა 2015/16 წლების სეზონიც მიმოიხილა და წარმატებასა და წარუმატებლობაზე ისაუბრა, ამის ფონზე კი "იუნაიტედის" შემადგენლობაში ახალგაზრდების გამოჩენა უდიდეს პოზიტივად მოიხსენია.

"ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ყოველთვის ამაღელვებელია. ხალხს ავიწყდება, რამდენად ახალგაზრდაა ენტონი მარსიალი. კლუბმა შეიძინა, ასე რომ, აკადემია არ გამოუვლია, თუმცა ჯერ მხოლოდ ნამდვილი პატარა ბიჭია. ჯერ კიდევ სწავლობს, ვითარდება და იგივე ეხებათ მემფის დეპაის, მარკუს რეშფორდს, ჯესი ლინგარდს... ასე რომ, კლუბისთვის ამაღელვებელი პერიოდია. ვიმედოვნებ, რომ უფრო გავითარდებიან, როგორც ფეხბურთელები და "მანჩესტერ იუნაიტედს" ნათელ მომავალს მისცემენ".

როგორც ყოფილი თინეიჯერი სენსაცია, რუნი შესანიშნავად ხვდება, თუ რას გრძნობს რეშფორდი, როცა "იუნაიტედში" ასეთ წარმატებას აღწევს. თვით რუნიმაც ხომ 16 წლის ასაკში შეძლო "ევერტონში" ასპარეზობა. თუმცა უეინი არ აპირებს მისთვის გარკვეული რჩევების მიცემას.

"ვფიქრობ, ახლა ახალგაზრდა ბიჭია და ჩემგან ბევრი რჩევა არ სჭირდება. უბრალოდ აცალეთ თამაში და სიამოვნების მიღება. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა მას ჩემი, მწვრთნელის, გიგზისა და სხვა ფეხბურთელების რჩევა დასჭირდება, მაგრამ, ჩემი აზრით, მისთვის და გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თამაში დავანებოთ და ამით სიამოვნება მივაღებინოთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Chika
15 მაი 2016 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Neta risi imediakvs kidev
0
№2
ავტორი: ikeoni
15 მაი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
იმედია შენაირი კარიერა ექნებათ love
0
№3
ავტორი: dreamer
15 მაი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ამ ვან გაალმა სისხლი გადაუსხა ამ ფეხბურთელებს თუ რა არის ყველა ერთნაირად ნერვებ მომშლელად დაუამბიციოდ რატო საუბრობს არვიცი შემაზიზღეს თავი ტიპებმა
0
№4
ავტორი: Iunaitedi
15 მაი 2016 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Amas #ig xo araaqvs.? Bolo turshi unda shefasdes sezonio. Da ra suonsmac ro moigos da ligaze gavidet da fa tasi movigot kai sezoni iqneba.?
0
№5
ავტორი: Mike
15 მაი 2016 15:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
სერიოზულად აღარც ვკითხულობ ამათ ფილოსოფიებს ahahaha
0
№6
ავტორი: hemi
15 მაი 2016 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
უკვე აღარაფრის შანსი არ გვაქ, დდშვც, დროზე გააგდონ ლვგ დააცენზურავა სასტავი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2016 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩქარა ლიგის ავტობუსზე არ დაგაგვიანდეთ derpwhy
0
№8
ავტორი: stepno
16 მაი 2016 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგის მიღმაააააა derpwhy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top