კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მას 2013 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, მაგრამ იტალიელს უკვე ჰქონდა მადრიდის "რეალის" შეთავაზება, რაზეც უარი ვერ თქვა.
ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მომდევნო სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდება, სადაც "მანჩესტერ სიტის" მომდევნო მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ადგილს დაიკავებს.
თუმცა იტალიელმა განაცხადა, რომ ფერგიუსონმა მასთან პარიზში შეხვედრისას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა შესთავაზა, როცა შოტლანდიელმა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება გადაწყვიტა. "კარგი სამხარი გვქონდა. ღვინო ალექსმა შეარჩია, საკმაოდ ძვირი. მაგრამ უკვე შეთანხმებული ვიყავი "რეალთან". გამოცდილებისთვის მწვრთნელი აუცილებლად მადრიდში უნდა გადავიდეს.
ასე რომ არ მომხდარიყო, "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდოდი, 100%-ით", - განაცხადა ანჩელოტიმ.