"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰოუვი ფიქრობს, რომ უეინ რუნი ჯერ კიდევ რჩება გოლების გამტან ფეხბურთელად და ამაზე გავლენას ნახევარმცველის როლი ვერ მოახდენს.
"იუნაიტედი" კვირას სეზონის ბოლო მატჩში "ბორნმუთს" ეთამაშება. ლუი ვან გაალის გუნდს იმედი აქვს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვებისა და "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
რუნიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და ამის ფონზე ნახევარდაცვაში გადავიდა, რადგანაც ვან გაალი თავდასხმის პოზიციაზე მარკუს რეშფორდის დაყენებას ამჯობინებს.
ჰოუვმა მატჩის წინ განაცხადა: "შემიძლია რუნი ნახევარდაცვაში მარჯვენა ფლანგზეც კი დავაყენო, არ ვიცი, მაგრამ ამაში ლოგიკას ვხედავ.
არა მგონია, მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ რომელ პოზიციაზე თამაშობს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ტოპ-კლასი რომ არ ჰქონდეს, ამდენ გოლს ვერ გაიტანდა.
ასეთი ფეხბურთელები გოლის გატანის უნარს არ კარგავენ. ისინი მოედანზე პოულობენ სივრცეს, სადაც სახიფათონი იქნებიან.
სადაც არ უნდა ითამაშოს, გოლების გამტანი ფეხბურთელია და ის, ვის წინააღმდეგაც ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ეს ჭკვიანური სვლაა და თანაც ისეთი, მისი კარიერა რომ გაახანგრძლივოს".