"მანჩესტერ იუნაიტედმა" რეკორდული 123.4 მილიონ ფუნტიანი კვარტალური შემოსავლის შესახებ განაცხადა, რომელიც სამ თვეში მიიღო და 31 მარტამდე ვადას ითვლის.
ეს 29.9%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის შემოსავალი, ხოლო კლუბის კომერციული მოგება 37.7%-ით გაიზარდა და 65.8 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ამ კვარტალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუთი კომერციული კონტრაქტი გააფორმა, რომელთა შორის არის გრძელვადიანი მოლაპარაკებები Gulf Oil International-სა კინოკომპანია 20th Century Fox-თან.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს, კლუბი სამომავლო წლიურ შემოსავალს 500-დან 510 მილიონ ფუნტამდე აფასებს, რაც საფეხბურთო კლუბებს შორის აბსოლუტური რეკორდი იქნება.
"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუდვორდის კომენტარი: "მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის დასასრული ცალსახად ამტკიცებს, თუ რატომ არის პრემიერ ლიგა ყველაზე პოპულარული ჩემპიონატი ყველაზე პოპულარულ სპორტში.
სეზონის შეფესებისას სიამოვნებით აღვნიშნავთ ახალგაზრდა საინტერესო ფეხბურთელთა მორიგ ჯგუფს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს წარმატებას ახალგაზრდებთან მუშაობაში.
მოუთმენლად ველით 21 მაისს ინგლისის თასის ფინალს და იმედი გვაქვს, რომ ამ განსაკუთრებულ ტიტულს მე-12-ჯერ მოვიგებთ, რითაც რეკორდულ მიღწევას გავიმეორებთ".