ოთხი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატმა დააჯილდოვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში გამოჩენილი ოთხი დებიუტანტი ფეხბურთელი მიღწევის გამო პრემიერ ლიგამ დააჯილდოვა.
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა, დონალდ ლავმა, მარკუს რეშფორდმა და ჯეიმს უეირმა სპეციალური ჯილდო მიიღეს იმის აღსანიშნავად, რომ კლუბის აკადემიიდან უმაღლეს დონეზე გადავიდნენ.
ბორტუიკ-ჯექსონი პირველი იყო ოთხთაგან, რომელმაც "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ეს მან ნოემბერში გააკეთა, როცა "ვესტ ბრომვიჩთან" მარკოს როხო შეცვალა, მას მოჰყვა დონალდ ლავი, რომელმაც თებერვალში "სანდერლენდთან" წაგებულ მატჩში მატეო დარმიანი ჩაანაცვლა.
რეშფორდმა, რა თქმა უნდა, თავი ყველას დაამახსოვრა იმით, რომ "არსენალთან" მატჩში პრემიერ ლიგაში დებიუტისას ორი გოლი გაიტანა.
"იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდის კაპიტანმა უეირმა თავისი პირველი მატჩი ასევე "მეთოფეების" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა გოლის ავტორი ანდერ ერერა შეცვალა.
მიღწევის აღსანიშნავად "იუნაიტედის" ახალგაზრდებმა პრიზები აკადემიის ხელმძღვანელის, ნიკი ბატისგან და "წითლების" ყოფილი მცველის, კრის კასპერისგან მიიღეს.
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონიდებიუტი პრემიერ ლიგაში: 7 ნოემბერი, 2015 v "ვესტ ბრომი" (ს)
2015/16 წლების მატჩები და გოლი: 8 (5) | 0
დონალდ ლავიდებიუტი პრემიერ ლიგაში: 13 თებერვალი, 2016 v "სანდერლენდი" (გ)
2015/16 წლების მატჩები და გოლი: 1 (1) | 0
მარკუს რეშფორდიდებიუტი პრემიერ ლიგაში: 28 თებერვალი, 2016 v "არსენალი" (ს)
2015/16 წლების მატჩები და გოლი: 16 | 7
ჯეიმს უეირიდებიუტი პრემიერ ლიგაში: 28 თებერვალი, 2016 v "არსენალი" (ს)
2015/16 წლების მატჩები და გოლი: 0 (1) | 0