თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2016, 22:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3728,
კომენტარები: 22
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 38-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ბორნმუთი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 38-ე ტური
თარიღი: კვირა, 15 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, დარმიანი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.
დისკვალიფიკაციის გამო ბოლო მატჩს ტოვებს მარუან ფელაინი. "იუნაიტედის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ ვარჯიშზე ტრავმირებული ადნან იანუზაი კვირას ვერ ითამაშებს. ხოლო ეშლი იანგი ვარჯიშებს შეუდგა, მაგრამ მოედანზე ვერ გავა. შვაინშტაიგერი და შოუ კვლავ გუნდის ლაზარეთში რჩებიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"ბორნმუთი"

ტრავმირებულები: მინგზი, დისტინი, სმიტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Boruc, Federici, Bennett, Cook, Daniels, Elphick, Francis, Wiggins, Arter, Gosling, MacDonald, O'Kane, Pugh, Ritchie, Stanislas, Surman, Afobe, Grabban, Gradel, Iturbe, King, Murray, Wilson.

"ბორნმუთის" მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს ახალი ტრავმირებულები არ ჰყავს, თუმცა მაინც აპირებს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 63 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-ფ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან 6 მოიგო, ერთი მათგანი კი ფრედ დაასრულა.

ლუი ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე მხოლოდ 8 გოლი გაუშვა- ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

მიმდინარე სეზონში სახლში ჩატარებულ მატჩებში მხოლოდ "ლესტერ სიტიმ" დააგროვა უფრო მეტი ქულა (42), ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა" (38), თუმცა "წითელ ეშმაკებს" ჯერ კიდევ დარჩათ ერთი მატჩი ჩასატარები.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში მხოლოდ 18 გამარჯვება მოიპოვა. თუ გუნდი "ბორნმუთს" ვერ დაამარცხეს, ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებს სეზონში მოპოვებული უმცირესი გამარჯვებების რაოდენობით (ახლა უდაბლესი მსგავსი მაჩვენებელი 19 გამარჯვებას შეადგენს და ის 2013/14 წლების სეზონში დაფიქსირდა).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 46 გოლი გაიტანა. თუ "ბორნმუთი" კარის "მშრალად" შენახვას მოახერხებს, "იუნაიტედი" 2004/05 წლების სეზონის (58 გოლი) შემდეგ პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა გოლს გაიტანს, ხოლო 1989/90 წლების სეზონში ყველა ტურნირზე გატანილ 46 ბურთს გაუთანაბრდება.

გუნდის აქტივში ჯერ კიდევ ირიცხება ერთი ქულით ნაკლები, ვიდრე "იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგაში ოდესმე მოპოვებული ყველაზე ცოტა ქულის რაოდენობა (2013/14).

"ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში 32 გოლი გავიდა, რაც პრემიერ ლიგის ყველა სხვა სტადიონთან შედარებით უდაბლესი მაჩვენებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"ბორნმუთი"


მე-16 ადგილი, 42 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-წ-წ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


"ბორნმუთმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება.

"ბორნმუთმა" ბოლო შესაძლო 21 ქულიდან მხოლოდ 4 აიღო.

ედი ჰაუს გუნდმა პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 12 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 3 წააგო- 5 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

"ბორნმუთმა" მიმდინარე სეზონში გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგო (6), ვიდრე სახლში (5).

გუნდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 64 გოლი გაუშვა. მხოლოდ გავარდნილი "ასტონ ვილა" ზარალდებოდა მეტოქეებისგან უფრო ხშირად (72 გოლი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: მარსიალი - 17 გოლი (11 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" 99 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ბურთიან ნიშნულს გადაასწრო, ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ გამოიჩინა თავი.

იმ შემთხვევაში, თუ დავიდ დე ხეა გოლს არ გაუშვებს, მას შანსი აქვს მოიგოს პრემიერ ლიგის "ოქროს ხელთათმანი", რომელიც მეკარეს სეზონში ჩატარებული "მშრალი" მატჩების რაოდენობის მიხედვით გადაეცემა. დე ხეას გარდა ამ ჯილდოსთვის იბრძვის სამი მეკარე - ჯო ჰარტი, პეტრ ჩეხი და კასპერ შმეიხელი. ოთხივე მეკარეს ამჟამად 15 "მშრალი" მატჩი აქვს ჩატარებული.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. აქამდე მას გატანილი გოლების რაოდენობის მიყვანა ორნიშნიან რიცხვამდე მხოლოდ ორჯერ არ გამოუვიდა, როცა "ევერტონში" თამაშობდა- 2002/03 წლებში (6 გოლი) და 2003/04 წლებში (9 გოლი).

თუ ენტონი მარსიალი მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ გოლს გაიტანს, საკლუბო რეკორდს მოხსნის. "იუნაიტედში" ჩატარებული პირველი სრული სეზონის განმავლობაში აქამდე სულ ორ 20-წლამდე ფეხბურთელს გამოუვიდა 17 გოლის გატანა - ბრაიან კიდმა 1967/68, და უეინ რუნიმ 2004/05.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)

"ბორნმუთი"


წამყვანი ბომბარდირი: კინგი - 7 გოლი (6 ლიგაში).

"ბორნმუთის" ცენტრალურმა მცველმა ჩარლი დანიელსმა მიმდინარე სეზონში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც პრემიერ ლიგის გუნდების მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

თუ ჯოშუა კინგი მოედანზე გავა, ითამაშებს წინააღმდეგ გუნდისა, სადაც კარიერა დაიწყო.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 9-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 5 შეხვედრაში იზეიმა, "ბორნმუთმა" 2-ში, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

კლუბებს შორის პრემიერ ლიგის ეგიდით შემდგარი პირველი მატჩი "ბორნმუთის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

"ბორნმუთი" "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში დამარცხდა - ამ მატჩებში გოლი არ გაუტანია და ჯამში 12 ბურთი გაუშვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე



პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 0 მოგება, "ბორნმუთი" - 1 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა ჯონათამ მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი განსაჯა, 96 ყვითელი და 7 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ადრიან ჰოლმსი, ჰარი ლენარდი
სათადარიგო არბიტრი: გრემ სკოტი
მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 მაი 2016 23:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინი ერტი ვესტ ჰემთან იყო საჭირო რო გადაგვირბინეს მეორე სართულზე თორე მაგის დისკვალიფიკაცია უნდა მიხაროდეს აქეთ

შნეიდერლინიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს საბოოლოო ჯამში და იმედია მომავალ წელს მოუმატებს

არ ვიმსახურებთ არანაირად ლიგაზე გასვლას, ვერც დავითვლი იმდენი შანსი მოგვცეს, მაგრამ ლუი რისთვისაა winked

მაინც იმედს ვიტოვებ რომ სუონსი გვიჯიგრებს
0
№2
ავტორი: Lady in red
13 მაი 2016 23:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სეზონის ბოლო თამაშია და იქნებ დიდი ანგარიშით მაინც მოიგონ
0
№3
ავტორი: Iunaitedi
13 მაი 2016 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
აი არსენალზე რო ვიყავით ცოტახნით დამოკიდებულები ეგ კიდე ჯანდაბას მარა აი სუონსზე უკვე არვიცი ამას რაქვია. ესე არც სიტი იმსახურებს მარა ჩვენზე ძაან ალბატ მაინც იმსახურებს.

ციტატა: NINI_ivanishvili
სეზონის ბოლო თამაშია და იქნებ დიდი ანგარიშით მაინც მოიგონ

2-0 გულისხმობ ალბათ ხო.? winked ე ეგ ვიცი დიდი ანგარიში იუნაიტედისთვის.
0
№4
ავტორი: MEMPHIS 7
13 მაი 2016 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
movigebt magram sitic moigebs
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მაი 2016 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რა აზრი აქ ამ თამაშს??? ვერ გავალთ ლიგაზე და ვერავინ იტყვის რო დაუმსახურებლად დავრჩით ლიგის გარეშე recourse
0
№6
ავტორი: Iunaitedi
13 მაი 2016 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: ვახო ( G G M U)
რავიცი რა აზრი აქ ამ თამაშს??? ვერ გავალთ ლიგაზე და ვერავინ იტყვის რო დაუმსახურებლად დავრჩით ლიგის გარეშე recourse

იცი შენ ვინც იტყვის wink ბებერი ლუი derphappycry
0
№7
ავტორი: ikeoni
13 მაი 2016 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Didi angarishit movigot raa
0
№8
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2016 23:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ikeoni
Didi angarishit movigot raa

20-0 და სიტის ფრე გვაწყობს, ხომ იცი შენ

19-0 გვაწყობს თურმე. რაღა გვიჭირს, შანსი არის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Lalana
13 მაი 2016 23:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: ikeoni
Didi angarishit movigot raa

20-0 და სიტის ფრე გვაწყობს, ხომ იცი შენ

19-0 გვაწყობს თურმე. რაღა გვიჭირს, შანსი არის.

ხოო და ბიჭებმა უნდა გამოიყენონ ეს შანსიი,ასეთი შანსი თუ გვექნებოდა ვერც კი ვიოცნებებდიი.მგონი მომავალი სეზონისთვისაც რჩება ეს ვაზელინი ისე საუბრობსს ფეხბურთელების მოყვანაზე.ამბობს,დაცვაში არანაირი პრობლემა არ გვაქვსო,უბრალოდ შეტევაDი გვჭირდება კრეატიული და სწრაფი ფეხბურთელებიო.აიი არ ვიციიი რაა,უბრალოდ აღარ შემიძლია ამ კაცის დანახვა ამ გუნდში.
0
№10
ავტორი: hemi
14 მაი 2016 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ყველანაირ ანტირეკორდებს ვხსნითვდა კიდე იძახის ეს კაცი პროგრესი გვაქოვდა არ უშვებენ ამდენუ ხანი, ბოლო მატჩუა რა თან სახლში თან ბორნმუტთან და უნდა მოვიგოთ რაც არ უნდა იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top