ლუკ შოუსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა იმედი, რომ ინგლისელი მიმდინარე სეზონში თამაშს კიდევ შეძლებდა, საბოლოოდ გადაიწურა, რამეთუ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შოუ ინგლისის თასის ფინალშიც კი ვერ შეძლებს თამაშს.
"მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ფინალში შეეძლო თამაში და ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ მოტივაცია არ დაეკარგა, მაგრამ ახლა ვეღარ ვეტყვი, რადგან უკვე ფინალში ვართ.
სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჯერ ვერ აღწევს იმ დონეს, რომ ითამაშოს. უფრო მეტი დრო სჭირდება სათამაშოდ.
მოტივაცია ამაღლებული აქვს და ამის გამო ვაქებ, რადგანაც ადვილი არ არის ასე დიდხანს უქმად ყოფნა.
ბრუნდება, მაგრამ მხოლოდ მომდევნო სეზონში დაბრუნდება", - განაცხადა ვან გაალმა.