რაფაელ ვარანი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ "წითელ ეშმაკთა" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნება.
მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ფრანგი მცველი ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ვეღარ ახერხებს, რამაც მას კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა.
"იუნაიტედი" ვარანისთვის 25 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს, თუმცა თავად ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშის შემთხვევაში დასთანხმდება.
ვარანს, რომელსაც 28 მატჩი აქვს ჩატარებული, ახლო ურთიერთობა აქვს მოურინიოსთან. სწორედ პორტუგალიელმა შეიძინა იგი 2011 წელს ფრანგული "ლანსიდან".
რაფაელი კიდევ ერთხელ გაერთიანდება მოურინიოსთან, მაგრამ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით თამაშის ინტერესი არ აქვს.