"მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ესპანურ გრანდებს ჩამორჩება.
Forbes-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული სიის თანახმად, პრემიერ ლიგის ექვსი კლუბი ირიცხება მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ კლუბთა სიაში.
მადრიდის "რეალი" ჯერ კიდევ რჩება დედამიწაზე ყველაზე მდიდარ კლუბად და მისი საფასური 2.515 მილიარდი ფუნტი სტერლინგია, მის უკან კი სხვა კლუბებთან ერთად "ბარსელონა" მოდის, რომლის საფასურიც თავის მხრივ 2.45 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
პრემიერ ლიგის კლუბების მზარდი შემოსავლის ფონზე ათეულში 6 ინგლისური კლუბი მოხვდა, ხოლო ოცეულში მათი რაოდენობა რვას შეადგენს. მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობს. "წითელი ეშმაკების" ღირებულება 2. 289 მილიარდი ფუნტი სტერლინგია.
"არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "ლივერპული" მეხუთედან მერვე ადგილებს ავსებენ, ხოლო "ტოტენჰემი" ათეულს ხურავს 702 მლნ. ფუნტი სტერლინგის ღირებულებით.
მიუნხენის "ბაიერნი" (მეოთხე) და "იუვენტუსი" (მეცხრე) ათეულში შემავალი დანარჩენი კლუბები არიან, ხოლო "ვესტ ჰემი" (მე-17) და აწ უკვე ჩემპიონშიპის გუნდი "ნიუკასლი" (მე-20) ოცეულში პრემიერ ლიგას წარმოადგენენ.
Forbes-ის სია ბიზნეს ჟურნალის "საფეხბურთო ბიზნესის" ნაწილია და მასში ასახულია თამაშით მიღებული სიმდიდრე, რომელსაც 2016 წლის გამოცემაში ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული შემოსავალიც ერთვება.
პრემიერ ლიგის ახალი სატელევიზიო გარიგება კი, რომელიც 5.14 მილიარდი ფუნტის ხარჯებზეა გათვლილი და ძალაში ამ ზაფხულს შედის, პრემიერ ლიგის უფრო მეტი კლუბის გამდიდრებას შეუწყობს ხელს.