"მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდი მანჩესტერის დიდი თასის ფინალში გავიდა, სადაც "სიტის" შეხვდება.
ნახევარფინალში უორენ ჯოისის გუნდი "ბერის" უპრობლემოდ გაუმკლავდა. ანდრეას პერეირასა და რეგან პულის დუბლების წყალობით "იუნაიტედმა" მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ფინალური შეხვედრის დრო და თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ "სიტის" რეზერვისტები მასპინძელ მხარეს წარმოადგენენ და თამაში მათ სტადიონზე ჩატარდება.
მანჩესტერის დიდი თასის გათამაშება 1885 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ის კლუბები, რომლებიც მანჩესტერის საფეხბურთო ასოციაციაში არიან გაწევრიანებული. ადრე ტურნირში პირველი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ 1999 წლიდან, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, თასზე მხოლოდ სარეზერვო გუნდები გამოდიან.
"იუნაიტედი" მოგებული ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია- მის ანგარიშზე 33 გამარჯვება ფინალურ მატჩში.