"მანჩესტერ იუნაიტედისა" და სხვა კლუბების სკაუტები "ბორდოს" სტადიონზე ამ წუთებში მიმდინარე მატჩს ესწრებიან.
"ბორდო" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს, რომელთა რიგებში შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ასპარეზობს. სწორედ იბრაჰიმოვიჩის სახელს უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას.
ზლატანმა მედიას არაერთხელ განუცხადა, რომ პსჟ-სთან მოლაპარაკების პროცესში ის სხვა კლუბებთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
შვედის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ლუი ვან გაალის გუნდი მას თავის რიგებში ეპატიჟება.
ამ განზრახვის ხორცხშესხმისათვის კი "იუნაიტედის" სკაუტები ამ წუთებში "ბორდოსა" და პსჟ-ს მატჩს ესწრებიან.
თუმცა ისინი მარტო არ არიან. სტადიონზე იმყოფებიან "სანდერლენდის", "საუთჰემტონის", დორმუნდის "ბორუსიას", "რეალ სოსიედადის", "ბეშიქთაშისა" და "ტრაბზონსპორის" წარმომადგენლებიც.