თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2013, 00:41
ავტორი: razma21,
ნანახია: 2634,
კომენტარები: 61
ფიფას "ბინძური ხრიკები"
ფიფა მორიგი სკანდალის ზღვარზეა...
ფიფას
როგორც უკვე იცით, 7 იანვარს გაიმართა ფიფას დაჯილდოვება, სადაც იქნა დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამ ნომინაციაში ზედიზედ მეოთხედ ლიონელ მესიმ გაიმარჯვა, მაგრამ როგორც ირკვევა ამ ყველაფერსი მას ფიფა დაეხმარა. ალბათ ასევე ყველამ იცით, რომ საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები იღებენ მონაწილეობას... რამდენიმე მათგანი კი აცხადებს, რომ მათი ხმები გაყალბებულია ფიფას მიერ...

1. ტომაშ როსიცკი: "გეფიცებით, რომ ხმა კრისტიანო რონალდოს მივეცი, მაგრამ ფიფამ ჩემი ხმა მესის ჩაუწერა"

2. ჯანლუიჯი ბუფონმაც ხმა რონალდოს მისცა, მაგრამ ფიფამ მისი ხმა პირლოს ჩაუწერა.

3. ტიაგო სილვა: "მე ჩემი ხმა კრისტიანო რონალდოს მივეცი, მაგრამ თუ ფიფას დავეყრდნობით ჩემი ხმა ლიონელ მესის ეკუთვნის. ძალიან სამწუხაროა რაც ხდება".

4. ინდონეზიელი ჟურნალისტი იტყობინება, რომ ხმა ხავის მისცა, მაგრამ მისი ხმაც მესის ჩაუთვალეს.

5. ხოსე პეკერმანი: "რა თქმა უნდა, ხმა ფალკაოს მივეცი! თუმცა "ფიფამ" თქვა, რომ მე ხმა მესის მივეცი. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ მესისთვის ხმა არ მიმიცია".

6. ლუკას პიშჩეკი: "მესი ჩემს ჩამონათვალში არ ყოფილა. როგორ გახდა ის ჩემი მესამე არჩევანი?"
სიახლეები
61 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
10 იანვარი 2013 00:42
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ეს ბლატერი გასაშვებია რა შეუძვრა ტრაკში ლა ლიგას და ბარსელონას!!!
0
№2
ავტორი: Vodafone
10 იანვარი 2013 00:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეს წავიკითხე მარა რამდენად სანდოა, წყარო ხომ არ იცი
0
№3
ავტორი: razma21
10 იანვარი 2013 00:44
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: Vodafone
ეს წავიკითხე მარა რამდენად სანდოა, წყარო ხომ არ იცი

ანუ სხვადასხვა ინტერვიუებიდან არის ამოკრეფილი ეს ფრაზები...
0
№4
ავტორი: always ReD
10 იანვარი 2013 00:46
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
★ რონალდუმ გაიტანა 46 გოლი ლა ლიგაში და ტიტულის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

★ გაუტანა ლა ლიგის ყველა გუნდს. გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მოახერხა.

★ გაიტანა ზედიზედ 7 "ელ კლასიკოში". ისტორიას მსგავსი ფაქტი არ ახსოვს.

★ თითქმის მარტომ გაიყვანა პორტუგალიის ნაკრები ევრო 2012–ის ნახევარფინალში. ეს გაცილებით რთული ტურნირია, ვიდრე კოპა ამერიკა.

★ გაიტანა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ნოუ კამპზე" და ფაქტიურად მოუტანა გუნდს ჩემპიონობა.

★ გაიტანა სუპერთასის ორივე მატჩში და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია ამ ტიტულის მოგებაში.

★ შეასრულა დუბლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნის" წინააღმდეგ და მიიყვანა გუნდი პენალტების სერიამდე.

★ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა "სიკვდილის ჯგუფში" და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა "სიკვდილის ჯგუფში" და ტურნირის მოქმედი ბომბარდირია.

თუმცა, "ფიფას" კანონების გათვალისწინებით ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს... "ოქროს ბურთი" მესიმ აიღო, რადგან მოიგო კოპა დელ რეი და დაამყარა არაოფიციალური გოლების რეკორდი

და კიდევ მესის ბურთი?? ან პირლო და დროგმა მაინც არ უნდა მომხვდარიყო თერთმეტეულში??
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
10 იანვარი 2013 00:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
წავიდნენ და თავი მოიკლან ბლატერმა და პლატინმა რა fuckthatbitch
0
№6
ავტორი: always ReD
10 იანვარი 2013 00:47
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
★ რონალდუმ გაიტანა 46 გოლი ლა ლიგაში და ტიტულის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

★ გაუტანა ლა ლიგის ყველა გუნდს. გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მოახერხა.

★ გაიტანა ზედიზედ 7 "ელ კლასიკოში". ისტორიას მსგავსი ფაქტი არ ახსოვს.

★ თითქმის მარტომ გაიყვანა პორტუგალიის ნაკრები ევრო 2012–ის ნახევარფინალში. ეს გაცილებით რთული ტურნირია, ვიდრე კოპა ამერიკა.

★ გაიტანა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ნოუ კამპზე" და ფაქტიურად მოუტანა გუნდს ჩემპიონობა.

★ გაიტანა სუპერთასის ორივე მატჩში და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია ამ ტიტულის მოგებაში.

★ შეასრულა დუბლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნის" წინააღმდეგ და მიიყვანა გუნდი პენალტების სერიამდე.

★ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა "სიკვდილის ჯგუფში" და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა "სიკვდილის ჯგუფში" და ტურნირის მოქმედი ბომბარდირია.

თუმცა, "ფიფას" კანონების გათვალისწინებით ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს... "ოქროს ბურთი" მესიმ აიღო, რადგან მოიგო კოპა დელ რეი და დაამყარა არაოფიციალური გოლების რეკორდი
და კიდევ მესის ბურთი?? ან პირლო და დროგმა მაინც არ უნდა მომხვდარიყო თერთმეტეულში??
0
№7
ავტორი: Vodafone
10 იანვარი 2013 00:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეს თუ მართალია, მაშინ მართლა მაგრა დაერხა ფიფას.
0
№8
ავტორი: reddevil
10 იანვარი 2013 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
always ReD,
good2 წელს ნაღდად რონალდოს ეკუთვნოდა მემგონი მაგრად ***** ფიფამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№9
ავტორი: wigojese
10 იანვარი 2013 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ვეძებე გუგლში და ვერაფერი ვიპოვე ამ წყაროს დასადასტურებლად და რავიცი. ბლატერს ესეთები არ გაუჭირდებოდა, მაგრამ დასაზუსტებელია
0
№10
ავტორი: reddevil
10 იანვარი 2013 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
რავიცი ვერცერთ უცხოურ საიტზე ვერ ვნახე ამდაგვარი ინტერვიუები და სიმართლე რომ გამოდგეს არც გამიკვირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top