"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ენტონი მარსიალმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც "ფეისბუქის საფეხბურთო დაჯილდოების" რანგში ჩატარდა. მარსიალმა ნომინაციაში როს ბარკლის, დელე ალისა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჯობა.
სულ შვიდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა შორის იყო 2015/16 წლების პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც. გამოკითხვაში თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სწორედ ამ ადამიანთა გამოკითხვის საფუძველზე გადაწყდა, რომ მარსიალმა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებაში როს ბარკლის, დელე ალის, რაჰიმ სტერლინგს, ჰექტორ ბელერინსა და ერიკ დაიერს აჯობა.
ფრანგ ფეხბურთელს "იუნაიტედში" სადებიუტო სეზონში შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს, მან 46 მატჩში 15 გოლი გაიტანა.