"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ პოლ სქოულზმა, რომელიც ერთ-ერთია მემფის დეპაის ხშირ კრიტიკოსებს შორის, განაცხადა, რომ ჰოლანდიელი კიდევ ერთ წელს იმსახურებს "ოლდ ტრაფორდზე, რადგან 22 წლის ნახევარმცველის სუსტ წარმოდგენაში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც იყო.
"თქვენ მას კიდევ ერთი წელი უნდა მისცეთ" - აცხადებს ის BT Sport-თან. "ის არის ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ."
"მას ჰქონდა მომენტები, რომლებშიც ნამდვილად საშინელი იყო, თუმცა ჩვენ ვიხილეთ ისეთი მატჩებიც, რომლებშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა."
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის ანგარიშზე 2 გატანილი ბურთია პრემიერ ლიგის 28 მატჩში. ფეხბურთელი კი, რომელმაც წინა ტურის შეხვედრა "ნორვიჩთან" სრულად ჩაატარა, იმედოვნებს, რომ სამშაბათს "ბოლეინ გრაუნდზე" კვლავ მოხვდება სასტარტო თერთმეტეულში.