გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნორვიჩი" დაუპირისპირდნენ, სადაც მანჩესტერელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვეს.
ვან გაალის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხეს. უეინ რუნის გადაცემით ხუან მატამ ისარგებლა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
37 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 63 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და 1 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "სიტის". მანჩესტერელები მომდევნო მატჩს 10 მაისს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.
ნორვიჩი 0-1 მანჩესტერ იუნაიტედიგოლი: მატა 72'
გაფრთხილება: ო'ნილი
სტადიონი: "ქეროუ როუდი", ნორვიჩი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 37-ე ტური
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
შემადგენლობები:ნორვიჩი: რადი, ივო პინტო, მარტინი, ბასონგი, ოლსონი, ჰოუსონი (დორენსი 79'), ო'ნილი, რედმონდი, ჰულაჰანი, ბრედი (მბოკანი 63'), ჯერომი (ბამფორდი 78').
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, დარმიანი (ბორტუიკ-ჯექსონი 16'), სმოლინგი, როხო, ვალენსია, კერიკი (ფოსუ-მენსა 88'), ლინგარდი (შნეიდერლინი 78'), მატა, ერერა, რუნი, დეპაი.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი