თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2016, 13:44
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2425,
კომენტარები: 8
"ნორვიჩ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნორვიჩი" დაუპირისპირდნენ, სადაც მანჩესტერელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვეს.

ვან გაალის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხეს. უეინ რუნის გადაცემით ხუან მატამ ისარგებლა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

37 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 63 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და 1 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "სიტის". მანჩესტერელები მომდევნო მატჩს 10 მაისს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.

ნორვიჩი 0-1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლი: მატა 72'
გაფრთხილება: ო'ნილი
სტადიონი: "ქეროუ როუდი", ნორვიჩი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 37-ე ტური
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი

შემადგენლობები:

ნორვიჩი: რადი, ივო პინტო, მარტინი, ბასონგი, ოლსონი, ჰოუსონი (დორენსი 79'), ო'ნილი, რედმონდი, ჰულაჰანი, ბრედი (მბოკანი 63'), ჯერომი (ბამფორდი 78').

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, დარმიანი (ბორტუიკ-ჯექსონი 16'), სმოლინგი, როხო, ვალენსია, კერიკი (ფოსუ-მენსა 88'), ლინგარდი (შნეიდერლინი 78'), მატა, ერერა, რუნი, დეპაი.

პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2016 14:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საბოლოდ კარგი გოლი გამოვიდა winked
0
№2
ავტორი: NUGI
8 მაი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
manunited

ბოლო თამაში სიტის ვისთან აქვს?
0
№3
ავტორი: PLANeta
8 მაი 2016 15:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
შნეიდერლისგან გამიტყდა უნდა გაეტანა
0
№4
ავტორი: ikeoni
8 მაი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ხუანიტოო love
0
№5
ავტორი: The Special One
8 მაი 2016 19:07
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: NUGI
manunited

ბოლო თამაში სიტის ვისთან აქვს?

სუონსთან მგონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: hemi
8 მაი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუ იანუზაის მართლა რა შესცა ამ კაცმა თუ ლინგარდმა აიღო ამისი და აღარ გამოყავს ძირითადიდან, მაგარი კი ეღადავა მარტიალი
0
№7
ავტორი: Amazing Redman
9 მაი 2016 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
აჰა ესაა დეპაი მთელი 90 წითის განმავლობაში ერთი დადებითი მომენტი მითხარით მისი შექმნილი ან განხორციელებული, ტიპი რა ჩამოსხმა ესეთი სანამ დროა დროზე გააჯმევინონ გუნდიდან სანამ ძაან დაუვარდა ფასი და მერე კაპიკებში მოუწევთ გაშვება ან თავისუფალი აგენტით. მის მაგივრად რომ გვაჩვენოს ყველას თუ იმსახურებს ძირიტადს და უნდა და მონდომებულია ტიპი რესბ აკეთებს. ესეთი თავში ავარდნილი სი**ბი არ გვჭირდება გუნდში. გაყიდონ და დაიტრიონ მაჰრეზი მარჯვენა ვინგერად დაგვხატავს თუ აქვთ მაგის ცენზურა ინაიტედის ხელმძღვანელობას და რეალმა, ბარსამ ან პსჯ არ დაგვახია და მერე იმათი ნახმარი მოტამაშების მოყვანა არ მოგვიწოს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2016 01:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რახან მოიგეს ვინღა დაეძებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top