თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2792,
კომენტარები: 12
მატა: "მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია"
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორის ინტერვიუ.
მატა:
ხუან მატას მიაჩნია, რომ "ნორვიჩ სიტისთან" "ქეროუ როუდზე" მოპოვებული გამარჯვება არის მხოლოდ მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა გზით იქნა მოპოვებული ეს სამი ქულა.

ესპანელმა ნახევარმცველმა "იადონებს" კარიერაში მეხუთე გოლი გაუტანა - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს - რითაც "წითლებს" სამი ქულა მოუტანა და გუნდი კვლავ აგრძელებს ოთხეულისთვის ბრძოლას.

"გამარჯვება გვჭირდებოდა, მაგრამ ბოლო სამი მატჩის მოგებაა საჭირო და ამასთან ერთად "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" მატჩს უნდა დაველოდოთ. ცუდად დავიწყეთ, ისინი პრესინგს მიმართავდნენ და შანსები ჰქონდათ, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით და ბევრი შანსი გვქონდა უფრო მეტი გოლის გასატანად, ასე რომ, დღეს ბედნიერები ვართ.

მე ერთადერთი ვარ, ვინც დღეს გოლი გაიტანა, ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ მე მხვდა წილად გამარჯვების გოლის გატანა. საქმე გაკეთებულია. დღეს მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა მნიშვნელობა. ყოველთვის ჩვენი ფეხბურთის თამაში, მომენტების შემქნა გვსურს და ეს შევძელით. დასასრულს გავიმარჯვეთ და სეზონის ბოლოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყოველთვის ჩვენი დონის შესაფერისი გამარჯვების მოპოვებას ვცდილობთ. დღეს გაგვიჭირდა, რადგან არ ველოდით, რომ ასეთი სიცხე იქნებოდა და თანაც მოედანი ოდნავ სველი იყო",
- განაცხადა ესპანელმა.

მატამ გამარჯვება მატჩის შემდეგ სტუმარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა და იმედოვნებს, რომ "წითლები" "უემბლიზე" მოპოვებულ წარმატებას ოთხეულში მოხვედრასაც დაურთავენ.

"ძალიან კარგია, როცა სტუმარ გულშემატკივართა წინ მდგომ კარში იტან გოლს. ყველაფერს გულშემატკივრებისთვის ვაკეთებთ. რთული სეზონი ჰქონდათ და ბედნიერებას იმსახურებენ, იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით და მათთვის ინგლისის თასს მოვიგებთ".

"იუნაიტედს" ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა მზიან აღმოსავლეთ ანგლიაში, სადაც ენტონი მარსიალმა გახურებისას მიიღო ტრავმა, ხოლო მატეო დარმიანმა მატჩის მე-18 წუთზე.

"მატჩის დაწყების საუკეთესო საშუალება ნამდვილად არ ყოფილა. ენტონი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ისევე როგორც დარმიანი და იმედი მაქვს, "ვესტ ჰემისთვის" ფორმაში იქნებიან".


სამშაბათს საღამოს მატა "ჩაქუჩების" სტადიონზე ზღაპრულ ატმოსფეროს ელის და იმედი აქვს, რომ "იუნაიტედი" "აპტონ პარკზე" გასამართ უკანასკნელ შეხვედრას მოიგებს.

"განსაკუთრებული საღამო იქნება. "ვესტ ჰემი" დიდებული ისტორიის მქონე დიდი კლუბია, ძალიან კარგი სტადიონი აქვთ, სადაც დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან. ვიცით, რომ რთული იქნება სტუმარი გუნდისათვის და იმედი გვაქვს, შევძლებთ ვთქვათ, რომ იმ სტადიონზე გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში ჩვენ გავიმარჯვეთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2016 13:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი იმედი მაქვს მოვხვდებით ოთხეულში და წელს ნორმალურად დავასრულებთ
0
№2
ავტორი: s.a.b.a
8 მაი 2016 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
sanaxaubrivat dzaan cudi tamashi iyo
0
№3
ავტორი: კანტონა
8 მაი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
სანახაობას ვინ ჩივის წელს
0
№4
ავტორი: Iunaitedi
8 მაი 2016 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Me imedi armaqvs otxeulis da ravqna.
0
№5
ავტორი: shotkin
8 მაი 2016 14:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მე არ მჯერა რო არსენალი სიტის ნიჩიას ეთამაშება არათუ მოუგებს , შAნსი არაა სიტი სიტია 1 თამაშს მაინც ჩაატარებენ მაღალ დონეზე მარტო კომპანი აკლიათ ტურე აგუერო დე ბრუენი პორმაში არიან , და რეალთან ტურემ დაისვენა რასაც ქვია :D ხოდა ჩვენი გასაკეთებელი ლესტერთან უნდა გაგვეკეთებინა და მოგვეგო მაგ თამაშის მერე იმედი არ მაქვს უკვე თან ნორვიჩს ძლივს ვუგებთ და რა გარანტიაა რო ვესტჰემი ვერ ჩაგვძირავს????
0
№6
ავტორი: hemi
8 მაი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ძალიან გაგვიჭირდება ვესტ ჰემთან და დღეს იმედია ფრეს მაინც გამოკრავს ხელს ვენგერი, ფუვრა არსენალზე რო ხარ გუნდი დამოკიდებული იქ გენძრევა, ლესტერთან უნდა მოგვეგო
0
№7
ავტორი: ikeoni
8 მაი 2016 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ამ ეტაპზე მართლა შედეგია მთავარიი
0
№8
ავტორი: dybbuk
8 მაი 2016 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
სამარცხვინო რეალობა
0
№9
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2016 20:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველაფერი ჩვენს ხელთაა უკვე. სუპერ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: stepno
9 მაი 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
2:2 :DDDDDDDDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top