ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ ვერ ითამაშა ენტონი მარსიალმა "ნორვიჩ სიტისთან" შეხვედრაში.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე გახურებაზე მიიღო ტრავმა- ეს შემთხვევა სწორედ იმას ჰგავს, რომლის დროსაც მარკუს რეშფორდმა ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდთან" მატჩში თამაშის უფლება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ რეშფორდი გუნდის განაცხადში არ ირიცხებოდა და ისვენებდა, თავდამსხმელის პოზიციაზე უეინ რუნიმ გადაინაცვლა, ხოლო ნახევარდაცვაში კაპიტნის ადგილი ანდერ ერერამ დაიკავა.
"ენტონიმ რაღაც იგრძნო, მე კი ვარ მწვრთნელი, რომელიც არ რისკავს, აცხადებს ვან გაალი. მით უმეტეს მის შემთხვევაში და ენტონის ვუთხარი, რადგან ენტონიმ ბლინდისა და სმოლინგის მსგავსად ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.
20 წლის არის. მასზე უნდა ვიზრუნო, ასე რომ, არ ვათამაშე და უეინი დავაყენე მის პოზიციაზე. მან საგოლე პასი გაუკეთა ხუან მატას, ესე იგი, ყველაფერი კარგად დასრულდა.
როცა ფეხბურთელი ამბობს, რომ რაღაცას გრძნობს, მან არ უნდა ითამაშოს. ვფიქრობ, ჯანმრთელი უნდა იყო- მით უმეტეს ასეთ ამინდში, რომელიც დიდ სხვაობას იძლევა. ხვალ ვნახავთ, აქვს თუ არა კუნთი გაჭიმული".