"მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდს ახალ კონტრაქტს უმზადებს.18 წლის ფეხბურთელმა პირველ გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.
Daily Mail-ი კი იტყობინება, რომ მოთამაშე ასეთი შთამბეჭდავი შედეგების გამო ახალი კონტრაქტით დაჯილდოვდება.
პრესის ცნობით, მარკუსმა თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა თავის ძმას მიანდო, კლუბი სწორედ მასთან დაიწყებს მოლაპარაკებას კონტრაქტის თაობაზე, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეს წლიურ 1.3 მილიონ ფუნტიან ანაზღაურებას მისცემს.
"იუნაიტედს" რენატო სანჩესისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" გაუწევს კონკურენციას.Daily Star-ის ინფორმაციით, კატალონიელები "ბენფიკას" ნახევარმცველს სამომავლო მიზნების განხორციელების საშუალებად მიიჩნევენ.
თუმცა პრესა ასევე იმასაც იტყობინება, რომ "წითელ ეშმაკებს" შესაძლოა, უკვე აქვთ სანჩესის შეძენის თაობაზე წინასწარი შეთანხმება.
"იუნაიტედის" "ევერტონის" ყოფილი მცველი შკოდრან მუსტაფი სურსგერმანული გამოცემა Sport1-ის მიხედვით, დორტმუნდის "ბორუსია" "ვალენსიას" ცენტრალურ მცველს მატს ჰუმელსის შემცვლელად მოიაზრებს.
ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, გერმანელი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნში" გადავა.
მუსტაფით "ლივერპული" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.
წყარო:
M.E.N.