იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას ვერ მოიპოვებს, ლუი ვან გაალი 1.1 მლნ. ფუნტს ვერ მიიღებს.
ჰოლანდიელის სამწლიანი კონტრაქტი წლიურ 8 მილიონ ფუნტიან ანაზღაურებაზეა გათვლილი, მაგრამ აქედან მხოლოდ 3.3 მლნ. ფუნტია უპირობო გადასახადი, დანარჩენი კი გუნდის შედეგებზე დამოკიდებული ბონუს თანხებია.
თუ "იუნაიტედი" ინგლისის თასს მოიგებს, ვან გაალი 400 ათას ფუნტს მიიღებს, ხოლო თუ მას ზაფხულში სამსახურიდან დაითხოვენ, 5 მლნ. ფუნტს კომპენსაციის სახით მიიღებს.
"იუნაიტედის" მწვრთნელის ხელფასის დანარჩენ ნაწილს 2 მლნ. ლოიალური ანაზღაურება და 1.6 მილიონიანი სურათების უფლების შეთანხმება წარმოადგენს.