"რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი აცხადებს, რომ როი კინი მისი "აბსოლუტური გმირია".
32 წლის იტალიელმა "რომას" რიგებში 500 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კლუბში გატარებული 15 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატი არასდროს მოუგია.
მისგან განსხვავებით კინმა "მანჩესტერ იუნაიტედში" პრემიერ ლიგის ტიტული შვიდჯერ მოიგო, 1999 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც.
დე როსი "იუნაიტედის" ყოფილ კაპიტანზე აცხადებს: "კინი ჩემი აბსოლუტური გმირია. ჩემს მაისურზე დაწერილი 16 ნომერი სწორედ მას და ჩემი ქალიშვილის, გაიას დაბადების დღეს უკავშირდება.
კინი ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც საერთო ფოტოს გადაღება ვთხოვე და ეს ორი წლის წინ გავაკეთე".