თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3217,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "ცვლილებების განხორციელება მომიწევს"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ კვლავ გადაღლილობას უჩივის.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შესაძლოა როტაციას მიმართოს, რადგანაც ოთხი დღის შუალედში ორი გასვლითი მატჩის ჩატარება უხდება, მოგვიანებით კი ინგლისის თასის ფინალიც ახლოვდება.

"ნორვიჩთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ნამდვილად ვერ დაეხმარება მარუან ფელაინი, რომელმაც სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო,

გუნდის დანარჩენ პრობლემას კი სულ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი და ფიტნეს ფაქტორები წარმოდგენს.

"ფეხბურთელთა გადაღლილობა უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ბევრი მატჩი გვაქვს, ამიტომაც შეიძლება როტაციას მივმართო.

ფელაინი დისკვალიფიცირებულია, ე. ი. სასტარტო შემადგენლობის შეცვლა მომიწევს. ყოველ კვირას გვაქვს რაღაც, რაც არ მოგვწონს, მაგრამ მგონია, რომ ამას გავუმკლავდებით",
- განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელმა სურვილი გამოთქვა, მისი გუნდი ერთი და იმავე შემადგენლობით ხშირად ათამაშოს ხოლმე: "როცა შემიძლია, ამას ვაკეთებ, ყველა კლუბში ვაკეთებდი.

პრემიერ ლიგაში ეს გაცილებით რთულია მატჩების დიდი რაოდენობის გამო, აქ უფრო მეტ შეხვედრას ვატარებთ, ვიდრე ესპანეთსა და გერმანიაში, ასე რომ, ხანდახან როტაცია მიწევს, მაგრამ მიზეზი ხშირად ტრავმა და დისკვალიციკაციაც არის".


მწვრთნელი ამბობს, რომ ახალწვეულ ფეხბურთელთა თავის დამკვიდრება და ტრავმების შემცირება მის გუნდს სეზონის მნიშვნელოვან მომენტში ძალიან დაეხმარა: "რა თქმა უნდა, ახლა სიტუაციისგან სარგებელს ვიღებთ. ახლა ასეთი ვითარება მაქვს, მაგრამ დეკემბერში არ მქონდა.

ფეხბურთელებისთვისაც ფანტასტიკურია, რადგან ბევრი შანსი და შესაძლებლობა აქვთ გუნდურად.

ჩვენი მატჩები უნდა მოვიგოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ოთხეულში ვერ მოხვდებით - ასეთი ზეწოლაა ჩვენზე. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მერე კი ტიტულის მოგებაც შეგვიძლია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
7 მაი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Xo inglishi rtulia yvelaferi am mxriv vetanxmebi luis. Mara felaini amas dziritadis fexburteli gonia.? Da barem sadac aqamde movedit es tamashebic ertidaigivefexburtelebit vitamashot.
0
№2
ავტორი: shotkin
7 მაი 2016 11:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დღესაც თუ ვერ მოიგეს ამათი დედაც მართლა რა აღარ შემოვალ აქ
საბრძოლო სულისკვეთებაზე და მსგავს რამეებზე რო ვიკითხო ფეხბურთელების სტატიები.. ლესტერთან მოგვეგო და ყველაფერი ჩვენ ხელში იყო მარა გვაკლია რაღაც და ეს რაღაც ტოპ ტოპ ტოპ იგროკებია თითო ზონაში ერთი მაინც
0
№3
ავტორი: hemi
7 მაი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
გაატრაკა ამ დეკემბრით ახლა შეიცემს დამტვრეული მყავდა ხალხიო, არც მანამდე და არც მერე შენი გუნდის კარგი თამაში არ მინახუა და ნუ ატრაკებ რა ტიტულუს მოგება რო შეგეძლოს 4 ადგილისთვის არ იბრძოლებდი, ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს წადი რა მოშორდი მალე
0
№4
ავტორი: ikeoni
7 მაი 2016 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
აუცილებლად კი უნდა მოვიგოთ დაა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მაი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვინც უნდა ის დააყენოს, მთავარია მოვიგოთ და
0
№6
ავტორი: RojoDiablo
7 მაი 2016 13:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როხო არ დამანახვო მოედანზე და თუ გინდა იანგი გამოიყვანე მის ნაცვლად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Rezikomankunia
7 მაი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Silk univeesalze achvenebn dghes?? Argamitarot ra
0
№8
ავტორი: temo-scholes
7 მაი 2016 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Rezikomankunia
Silk univeesalze achvenebn dghes?? Argamitarot ra

ეხლა გადავამოწმე ძმა და არ გაუშვებენ სამწუხაროდ..

ციტატა: RojoDiablo
როხო არ დამანახვო მოედანზე და თუ გინდა იანგი გამოიყვანე მის ნაცვლად.

ბევრად ჯობია... derpthumb
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2016 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მართლა ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top