მარკუს რეშფორდის მიერ ინგლისის თასზე "ვესტ ჰემის" კარში გატანილი გოლი გულშემატკივარმა აპრილის თვის საუკეთესო გოლად დაასახელა.
18 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ ტურნირზე სულ ორი მატჩი ჩაატარა, პირველივე მათგანში კი თავი ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა. "ჩაქუჩების" მეკარე დარენ რანდოლფი რეშფორდის დარტყმულის წინაშე უძლური აღმოჩნდა.
მარკუსის გოლს ყველაზე დიდ კონკურენციას ენტონი მარსიალის მიერ "ევერტონის" კარში ინგლისის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გატანილი გოლი და მატეო დარმიანის მიერ "კრისტალ პალასის" კარში გატანილი თავისი პირველი გოლი უწევდნენ. ფეხბურთელებმა ხმების 43, 31 და 18 პროცენტი მიიღეს შესაბამისად. ხოლო დანარჩენმა ხუთმა გოლმა რვა პროცენტი გაინაწილა.