"მანჩესტერ იუნაიტედის" მცვველმა ტიმოთი ფოსუ-მენსამ პირველი მიწვევა მიიღო ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში, რომელიც ამხანაგურ მატჩებს გამართავს ირლანდიის რესპუბლიკის, ავსტრიისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ. 18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოჩნდა "იუნაიტედის" რიგებში, 27 მაისს კი ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ირლანდიას დაუპირისპირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოსუ-მენსასთვის ჰოლანდიისა და განის ეროვნული ნაკრებები იბრძოდნენ, საბოლოოდ კი ტომოთიმ კარიერის გაგრძელება ევროპაში ისურვა და ჰოლანდიის 19 წლამდელთა რიგებში ასპარეზობა გადაწყვიტა. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მაინც გადაწყვიტა ფოსუ-მენსას განახლებულ შემადგენლობაში გამოძახება, რომელშიც არ იქნებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც კლას-იან ჰუნტელაარი და რობინ ვან პერსი არიან.
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც თავისი ადგილი ვერ მოიპოვა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 27 მაისს ირლანდიას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც 1 და 4 ივნისს პოლონეთისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს შეხვედრებს.