ენტონი მარსიალმა იმედი გამოთქვა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მადლობას გადაუხდიან გულშემატკვირებს ინგლისის თასზე გამარჯვებით.
"მოუთმენლად ველით ფინალურ მატჩში მონაწილეობას და შევეცდებით, მოვიგოთ ინგლისის თასი. შესანიშნავი შესაძლებობა მოგვეცა დავასრულოთ სეზონი თასით და ჩვენ არ უნდა გავუშვათ შანსი, რომ გავახაროთ გულშემატკივრები",-ციტირებს ენტონი მარსიალის სიტყვებს manutd.com-ი.
"იმ დროიდან, რაც მე გუნდს შევუერთდი, არ ვგრძნობდი არავითარ დამატებით ზეწოლას, იმ მოთხოვნებისა და მოლოდინების გარდა, რასაც მოვითხოვ ჩემი თავისგან. მთელი სეზონის მანძილზე ვცდილობ, კარგად ვიმუშაო ვარჯიშებზე, რათა წარმატება მოვუტანო კლუბს. რაც შეეხება იმ ფულს, რომელიც გადაიხადეს ჩემს ტრანსფერში, იმ თემაზე უბრალოდ არ ვფიქრობ".