იაია ტურემ განაცხადა, რომ 2010 წელს, როცა მან "ბარსელონა" დატოვა, ფიქრობდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადიოდა და არა "მანჩესტერ სიტიში".
კოტ დ'ივუარელი "ეტიჰად სტედიუმზე" 24 მლნ. ფუნტად გადაბარგდა და "ქალაქელთა" რიგებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.
თუმცა ტურე აცხადებს, რომ "სიტის" შესახებ ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდა მისთვის, როცა მისმა აგენტმა აცნობა, რომ "იუნაიტედის" კონკურენტი ცისფერი მაისურით თამაშობდა. "ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს გუნდი ცისფერი მაისურით თამაშობდა. იმ დროს "იუნაიტედი" "სიტის" ძალიან ჩრდილავდა. დაუჯერებელი იყო. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია და მას დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა ტურემ.