კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე პირველ გუნდში ასპარეზობასა დ ადგილის დამკვიდრებას შეძლებს, რადგან მისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" უმთავრეს მოტივაციად ითვლება.
"სეზონის დასაწყისში ჩემი მიზანი 21-წლამდელთა გუნდში ფეხის მოკიდება იყო. რა თქმა უნდა, როდესაც პირველ გუნდში თამაშის შანსი მივიღე, ამ შანსს ორივე ხელით ჩავებღაუჭე. ამან ჩემი პროფესიონალური მადა გააღვიძა და ახლა უბრალოდ არ შემიძლია გულხელდაკრეფილი ჯდომა. მე ვიმუშავებ იმისთვის, რომ მენეჯერის სამომავლო გეგმებში მოვხვდე.
ძირითადი გუნდის მოთამაშეებისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩების ტემპი ძალიან მაღალია და, რა თქმა უნდა, რეზერვების დონისგან ძალიან განსხვავდება. ამ გამოცდილებამ გამაძლიერა და პროფესიონალური კუთხით საუკეთესო გამხადა. ჩვენი კლუბის ისტორიამ აჩვენა, თუ ფეხბურთელი კარგად ასპარეზობს, ის ძირითადში შანსს აუცილებლად მიიღებს.
არ ვფიქრობ, რომ ყველა მოთამაშემ ვინც პირველ გუნდში გადავიდა, მწვრთნელს იმედები გაუცრუა,"-აცხადებს ჯექსონი manutd.com-თან ინტერვიუში