თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2356,
კომენტარები: 14
უილსონი: "გამოცდილება უკვე მივიღე"
ჯეიმს უილსონი "იუნაიტედში" დაბრუნების იმედს გამოთქვამს.
უილსონი:
მარკუს რეშფორდი ნამდვილად გახდა გაზეთების მთავარი სალაპარაკო თემა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ახალგაზრდას შეუძლია ლუი ვან გაალის პირველ გუნდში წარმატებით ასპარეზობა.

20 წლის ჯეიმს უილსონმა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი ჩემპიონშიპის გუნდში, "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონში" იჯარის წესით გადაბარგდა.

უილსონმა მეორე დივიზიონის გუნდშიც წარმატებით იასპარეზა- ამჟამად მის ანგარიშზე 24 მატჩი - რომელთაგან 11 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო - და 5 გოლია. თავისი შედეგებით კი "ბრაიტონს" ჩემპიონშიპში მესამე ადგილის დაკავებასა და პრემიერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ეხმარება.

უილსონს იმედი აქვს, რომ უფრო მეტ გოლს გაიტანს და მიღებული გამოცდილება "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაში დაეხმარება.

"ამ იჯარის მთელი არსი ფასეული გამოცდილების მიღებაში მდგომარეობდა.

ვფიქრობ, უკვე მივიღე და კიდევ მივიღებ. ახლა მთელი ყურადღება სეზონის დარჩენილ ნაწილში "ბრაიტონზე" მაქვს გადატანილი. მაგრამ უკან დაბრუნება და მომდევნო სეზონში ყველასთვის ჩემი შესაძლებლობების ჩვენება მინდა",
- განაცხადა უილსონმა.

"ბრაიტონი" სეზონის ბოლო რაუნდში მეორე ადგილზე მყოფ "მიდლსბროს" ეთამაშება, უილსონს კი იმედი აქვს, რომ "დერბი ქაუნთის" კარში ბოლო წუთზე გატანილი გოლი მას მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის საშუალებას მისცემს.

"მიდლსბროსთან" თამაში ფასეული გამოცდილება იქნება- პლეი-ოფის რაუნდის მსგავსი გამოვა. ჩემი სხვაგვარი დებიუტი, ეს ყველაზე დაძაბული შეხვედრა იქნება, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია.

"ბოროსთან" თამაშს მოუთმენლად ველით და შედეგის მიღების იმედი გვაქვს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ ინდივიდუალურად თუ გუნდურად. ინგლისის თასზე მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 მაი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Kai bichia es aqvs momavali ashkarad
0
№2
ავტორი: temo-scholes
5 მაი 2016 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
love
0
№3
ავტორი: hemi
5 მაი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ვილსონს არ უნდა ჩაიკარგოს
0
№4
ავტორი: Rio-vidic
5 მაი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Imedia dabrundeba premierligashi
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
5 მაი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვნახოთ აბა რა ისცავლე
0
№6
ავტორი: JuanMata
5 მაი 2016 15:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს კაცი რამდენჯერაც ათამაშეს ძირითად გუნდში, იმედნჯერ გოლი გაიტანა, და მერე უცებ გაუშვა ვან გაალმა იჯარით.

ჰოდა რა ვიცი, შანსს აძლევს ახალგაზრდებსო.

ამ ლინგარდზე მემგონი ჯვარი აქვს დაწერილი, არაა ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ძაან ბევრ მომენტს აფუჭებს.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
5 მაი 2016 16:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: JuanMata
ეს კაცი რამდენჯერაც ათამაშეს ძირითად გუნდში, იმედნჯერ გოლი გაიტანა, და მერე უცებ გაუშვა ვან გაალმა იჯარით.

ჰოდა რა ვიცი, შანსს აძლევს ახალგაზრდებსო.

ამ ლინგარდზე მემგონი ჯვარი აქვს დაწერილი, არაა ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ძაან ბევრ მომენტს აფუჭებს.

იმდენჯერ არ გაუტანია, მაგრამ ძირითადში შანსი სულ ერთხელ მიეცა თუ სწორად მახსოვს. ანუ, ისეთი შესაძლებლობა არ ჰქონია, როგორც რეშფორდს და ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ვერ გამოიყენა რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Best 7
5 მაი 2016 17:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი იგროკი დადგება ამისგან შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან თორე პოგბასთან რო დაგვემართა ეგრე იქნება
0
№9
ავტორი: gaga1987
5 მაი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მომავალ წელს თუ ისევ ვანგაალი ან გიგზი იქნება შანსს აუცილებლად მიცემენ აი მოურინიო კი არააა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
5 მაი 2016 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უნდა დააბრუნონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top