თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2887,
კომენტარები: 6
მშვიდობით, ბექს!
თავი XV
მშვიდობით, ბექს!
როცა კარლუშ კეირუში ბოსის მარჯვენა ხელი გახდა, ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა სცადა და მდგომარეობიდან გამოგვიყვანა. ლოგიკური სვლაა, ჩემი აზრით.

2002/2003 წლების სეზონის სტარტზევე იყო შემთხვევები, როცა კარლუში მე და ბექსს თავისთან გვიხმობდა და ოდნავ განსხვავებულად თამაშს გვთხოვდა. საკმაოდ ხშირად აგვიკვიატებდა, კერძოდ, "ლივერპულთან" იმ სეზონში ლიგის თასზე დამარცხების შემდეგ. ორივე ჩვენგანი იმის გამო გაგვაკრიტიკა, რომ სტივენ ჯერარდს საკმარისად არ ვავიწროებდით. როცა მომდევნო დღეს ვიდეოჩანაწერი გვაჩვენა, დავინახეთ, რომ მართალი იყო. ბრალეულობა ჩვენ გვაწვა.

შესაძლოა, კარშულმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო მოსული და მარჯვენა ფლანგზე ცოტა სისწრაფის დამატება მოისურვა. ჩვენი გუნდის განვითარებას ცდილობდა. სწორედ ამისთვის დაიქირავეს. ცვლილებათა შედეგი ნათელი იყო.

წინა სეზონში "არსენალისთვის" ჩემპიონის ტიტულის დათმობის შემდეგ ჩვენი გუნდი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა. ზაფხულში "ლიდსიდან" 30 მლნ. ფუნტად რიო ფერდინანდი შევიძინეთ. დიდძალი თანხა დაიხარჯა ერთ მცველზე, სამაგიეროდ როგორზე.

მწვრთნელმა ასევე ვერონის პრობლემაც გადაჭრა და გადაწყვიტა, გუნდი მასზე არ აეგო. სება გამოდიოდა იქ, სადაც საჭირო იყო და როცა საჭირო იყო - მარცხნივ, მარჯვნივ. გუნდს არ ღალატობდა, მაგრამ ეს წოდებაში დაქვეითებას ჰგავდა- ასეთი თანხა მასში ამის გამო ხომ არ გადაუხდიათ.

ცენტრალური ზონიდან სებას გადაყვანამ სქოულზის თავისთვის საყვარელ პოზიციაზე დაბრუნების საშუალება მისცა, რუდს კი პარტნიორობას ოლე ან დიეგო ფორლანი უწევდნენ, ან საერთოდ ერთი ფორვარდით ვთამაშობდით- ამ დროს 4-5-1 სქემით ვმოქმედებდით, რომელიც სულ უფრო ჩვეული ხდებოდა. გუნდი ვითარდებოდა და ეს კარლუშის სამუშაოს მაჩვენებელი იყო.

კარგად ვთამაშობდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მწვრთნელს რამდენად ძლიერადაც არ უნდა დავექოქეთ, ყველაზე წარმატებულ სეზონებშიც კი გვქონდა თამაშები, როცა ყველაფერი ცუდად მიმდინარეობდა. ასეთი კოშმარული მატჩი კი გახსენებს, რომ წარმატება ადვილად არ მოდის. იყო ისეთი შეგრძნება, რომ ერთ მატჩში სამარცხვინოდ უნდა დავმარცხებულიყავით, რათა მეტი წაგების უფლება აღარ გვქონოდა. იმ სეზონში ასეთი მატჩი ნოემბერში "მეინ როუდზე" შედგა.

ისე მოხდა, რომ ძველ მოედანზე ეს ბოლო მანჩესტერული დერბი იყო და როის არყოფნის პერიოდში მე დამნიშნეს კაპიტნად. ო, ღმერთო, რა პატივია. და კიდევ, "სიტის" კარნავალი მოვუწყვეთ, უფრო სწორად, მე მოვუწყვე.

1:1 ანგარიშზე ჩემს ზურგს უკან ჩაწოდება გაკეთდა. ვიტყვი, რომ 100-დან 99 შემთხვევაში საიმედოდ ვითამაშებდი, მაგრამ იმ მომენტში ნელა ვიმოქმედე, მერე კი პასი ბარტეზს მივეცი და თან ვიცოდი, რომ მისაღებად კარგ პოზიციაზე იმყოფებოდა. კოშმარი. ძალიან ნელა დავაგორე ბურთი, მას კი არწივივით დააფრინდა შო გოატერი. ნებისმიერ სხვა თამაშში ეს უხეში შეცდომა იქნებოდა; მანჩესტერულ დერბიში კი ეს უპატიებელი შეცდომა იყო. კაპიტნისთვის მეტისმეტად უპატიებელი შეცდომა- მატჩის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მწვრთნელმა მოედანს გამარიდა.

3:1 დავმარცხდით, ბოსი კი უკმაყოფილებისგან გაცოფდა, როგორც კი გასახდელში შევედით. ყველა გვერდით იხედებოდა და ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ ასაფეთქებლად, მაგრამ ჯერ ვერავინ გამხდარიყო განტევების ვაცი. ამ დროს კი რუდი მხარზე გადაკიდებული "სიტის" მაისურით შემოდის. გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მისთვის გაცვლა უთხოვიათ და ამაში ცუდი ვერაფერი დაუნახავს. მწვრთნელმა კი დაინახა.

"მათ არ მისცე მაისური. არასოდეს. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურია და არა შენი. გაუფრთხილდი. თუ კიდევ დავინახავ რომელიმე თქვენგანს, რომელიც მათ მაისურს აძლევს, ჩემს გუნდში არასდროს ვათამაშებ".

წაგება - ეს ცუდია, წაგება უნიათო თამაშის ფონზე - მიუღებელი, "ლივერპულთან", "სიტისთან" ან "არსენალთან" ასეთი წაგებები კი მწვრთნელის თვალში სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. ჩვენს გულშემატკივრებსაც უჭირდათ, რომლებიც გვისტვენდნენ: უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ "სიტის" ფანებისგან დამცირება უნდა აეტანათ.

"შემიძლია შემოვუშვა, უფრო მეტიც კი", - განაგრძობდა შფოთვას მწვრთნელი. - "ისინი გეტყვიან, რას ფიქრობენ თქვენს თამაშზე. ნამდვილი უგუნურები".

არც მჭირდებოდა მათი მოსმენა. სახლში წავედი და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ღამე გავატარე. კარი გავაღე, პირდაპირ მაცივართან მივედი, რამდენიმე ბოთლი ლუდი გამოვიღე და იქვე ჩამოვჯექი. უნდა დამელია, რომ ეს დამევიწყებინა.

ტვინის ნაწილი ჯიუტად მახსენებდა, რომ რამდენიმე დღეში კიდევ მექნებოდა მატჩი. და საკუთარ თავს ეუბნები, რომ პროფესიონალური სპორტი - ეს გიჟური ამერიკული როლიკებით სრიალია, სადაც აუცილებლად არის დაცემა და აღმაფრენა. საკუთარ თავს ეუბნები, რომ დილა საღამოზე ბრძენია. მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ საღამოთაგანი იყო, როცა ადგილს ვერ ვპოულობდი.

ეს მატჩი სულ გონებაში მიტრიალებდა, თანაც მწვრთნელი მის დავიწყებაში არ მეხმარებოდა. რამდენიმე დღეში ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ მე სათადარიგოთა სკამზე დავრჩი. ძალიან დიდი უხეშობაა, ვფიქრობდი მაშინ. შეცდომა ჩავიდინე, ჰო, უხეში შეცდომა, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ვითამაშე. გამბედაობა მოკრებილი მწვრთნელთან წერტილის დასასმელად შევედი. უნდა მცოდნოდა, რატომ. მიპასუხა, რომ ჩემი თამაში მიუღებელი იყო და ამას ვერ უარყოფდა. სანამ სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდებოდი, კიდევ სამი მატჩი გავატარე სათადარიგოთა სკამზე.


***

ძირითადში მხოლოდ "ენფილდზე" გამოვჩნდი- ეს დიეგო ფორლანის სახელობის თამაში იყო, რომელმაც, მიუხედავად "იუნაიტედში" ყოფნის სირთულისა, გულშემატკივართა თბილი დამოკიდებულება დაიმსახურა. მან დუბლი გააკეთა და სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება მოგვიტანა. შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედი ჩემპიონი, "არსენალი" მივიღეთ. ნახევარი გუნდი დავკარგეთ, ამიტომ ფილი მოედნის ცენტრში სქოულზისთვის კომპანიონობის გასაწევად გადავიდა. პატრიკ ვიეირას წინააღმდეგ თამაშისას უდიდესი სამუშაოს შესრულება მოუხდა, მაგრამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. თამაშს არ ვაცლიდით, ფილი კი ბრწყინვალე იყო. გაიტანეს სქოულზიმ და სებამ, ამ მატჩის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის რბოლას დაუბრუნდა.

რუდმა ბწყინვალე სეზონი ჩაატარა. 25 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში, მათგან საუკეთესო კი მარტში "ფულჰემის" კარში- მეორე გოლზე ვამბობ, მატჩში სულ სამი გავიდა. ხუთი მოწინააღმდეგე მოატყუა ცენტრალური რგოლიდან აჩქარებით. ამ გამარჯვებამ პირველ ადგილზე გადაგვიყვანა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გამოცდილებით თასის სუნი ვიყნოსეთ. "მალე რაღაც მოხდება"- მითხრა ბექსმა, როცა მოედნიდან გავდიოდით. ჩემპიონატში გამარჯვებას გულისხმობდა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ კლუბში მისი დღეები დათვლილი იყო.

თებერვალში ინგლისის თასიდან "არსენალმა" გამოგვაგდო, მაგრამ ამ შედეგს დიდი აურზაური არ გამოუწვევია. გასახდელში მწვრთნელმა ერთ-ერთ გაშვებულ გოლში ბექჰემი დაადანაშაულა- მაგრამ ბექსი ასე არ ფიქრობდა. საპასუხოდ გაცხარდა, ამას კი ყოველთვის დიდი კონფლიქტი მოსდევს. მწვრთნელიც გაცხარდა, სხვათა შორის, ეფექტურად.

ოთახში მიმოიხედა და იქვე დადებული ბუცი დაინახა, ისე აიღო, თითქოს რამის დაჭედებას აპირებდა. ბექსს დაუმიზნა, მაგრამ სახეში მორტყმას არც კი ფიქრობდა. ვარჯიშებზე მინახავს ბოსი: ამის გამეორება ასჯერ უცდია. მაგრამ მაინც ვერ შეძლო. და მაინც, ბუცი ბექსის სახისკენ გაქანდა და წარბი გაუსკდა. ხელი შუბლზე იტაცა და სისხლი დაეღვარა. უცებ წამოხტა და მწრთნელს ყვირილი დაუწყო.

ერთი წამით ჩვენი მოხუცი ბოძივით შედგა, რაც საერთოდ არ ახასიათებს. ვფიქრობ, ესმოდა, რომ ფეხბურთელი ბუცის დარტყმას, თუნდაც განუზრახავად, მდგომარეობიდან გამოჰყავდა. მაშინვე ბოდიში მოიხადა: "დევიდ, სახეში გარტყმა არ მინდოდა".

ბექსი ბოდიშის მიღებას არ აპირებდა. რამდენიმე ბიჭს მათი გაშველება მოგვიხდა.

სტადიონი დავტოვებ, ბექსი კი ჩაფიქრდა, ნიშნავდა თუ არა ეს კონფლიქტი "იუნაიტედში" კარიერის დასასრულს.

მის ადგილას სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ეს ისტორია ალბათ არც გავიდოდა გასახდელის ფარგლებს გარეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ბექსია და ინციდენტმა გაზეთების სათაურები შეავსო. ისტორიას ბერავდნენ და ბერავდნენ. პრესა ყველგან თან დაჰყვებოდა.

ბექსი პროფესიონალად რჩებოდა და ვარჯიშს განაგრძობდა. მაგრამ სეზონის ბოლო მატჩები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, ის კი ამ მატჩებში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. გაზეთებში მისი მომავლის განსჯა დაიწყეს. "მილანიდან" დაწყებული "ბარსელონასა" და "რეალზე" დამთავრებული ევროპის უდიდეს კლუბებს უკავშირებდნენ.

ცვლილებები გარდაუვალი იყო. ბოსი და ბექსი ეკლებზე ისხდნენ და კარლუშმა იფიქრა, რომ ერთად თამაშის რვა წლის შემდეგ ჩვენმა კავშირმა თავისი დრო მოჭამა. გრძნობდა, რომ ორივენი არასაკმარისად სწრაფები ვიყავით, მიუხედავად ბექსის შესანიშნავი ამტანობისა. შესაძლოა, ძალიან პროგნოზირებადიც გავხდით. შესაძლოა, ჩვენი სათამაშო სტილი ერთადერთ ფორვარდ რუდს არ შეეფერებოდა. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ცხადი გახდა, რომ კარლუშს ჩვენში ეჭვი შეეპარა, ის კი მწვრთნელის უახლოესი მრჩეველი იყო.

ვფიქრობ, თითოეული მოთამაშე ხედავდა კარლუშის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ეჭვგარეშეა, ჩვენი გუნდის განვითარებაში ფასეული წვლილი შეჰქონდა, ევროარენაზე უფრო შემოქმედები და მომთმენები გავხდით. ტრადიციული 4-4-2-ს გადავიწყებას და სხვადასხვა განლაგებით თამაშს გვაჩვევდა. ტაქტიკურად შეუდარებელი იყო, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშები ძალიან მოსაწყენი გამოდიოდა. ხანდახან ძალიან ვუღრმავდებოდით წვრილმანებს, ვარჯიშს მხოლოდ ერთი პასის გამეორების გამო ვაჩერებდით. რენე მელენსტინი, ბოლო წლებში მწვრთნელის პირველი დამხმარე, აქცენტს სავარჯიშო პროცესზე აკეთებდა, ასევე იქცეოდა სტივ მაკლარენიც. კარლუში ყველა მწვრთნელისგან განსხვადებოდა, რომელიც "იუნაიტედში" მინახავს, ღიად გვეუბნებოდა, რომ არ სურს მუდამ შემცირებულ მოედანზე ვითამაშოთ. ეს იმას უდრიდა, რომ მთელი კვირის გასართობს გვიზღუდავდა, რათა შაბათს თამაშზე დამშეულები ვყოფილიყავით.

ბექსის ირგვლივ გავრცელებულმა სატრანსფერო ჭორებმა პიკს მიაღწია აპრილში, როცა "ლივერპული" გავაცამტვერეთ, "არსენალს" ვეთამაშეთ, ის კი სკამზე იჯდა. ასევე შეცვლაზე შემოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" "რეალის" წინააღმდეგ საპასუხო მატჩში, როცა "გალაქტიკოსი" საშინაო 3:1 გამარჯვების დასაცავად ჩამოვიდა. "ბერნაბეუზე" მატჩის ბედი რობერტო კარლოსმა, ლუიშ ფიგუმ, ზინედინ ზიდანმა და კერძოდ რაულმა გადაწყვიტეს. საპასუხო შეხვედრაში რონალდოს ჯერი დადგა.

მატჩს ბარათების დაგროვების გამო ვტოვებდი და ტრიბუნაზე მჯდომს არ შემეძლო, ფეხზე არ წამოვმდგარიყავი და დიდებული ბრაზილიელი ფორვარდისთვის, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, ტაში არ დამეკრა. უნიკალური მომენტი იყო: ვხვდებოდით, რომ ამ მატჩში ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. ვინ იყო, ადამიანი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 97 მატჩში 62 გოლი გაიტანა? არა მარტო, ის იყო დაუჯერებელი ნიჭის მქონე და მიუხედავად ტრავმებისა, ავტორიტეტულ პიროვნებად იქცა. მახსოვს ბრაზილიასა და ინგლისს შორის შემდგარი 1997 წლის მატჩი, მაშინ რონალდო და რომარიო მოედნის ცენტრში იდგნენ და ხუმრობდნენ, ამ დროს კი თამაში მიმდინარეობდა. არ ვიცი, ზუსტად რაზე ხუმრობდნენ, მაგრამ ვეჭვობ, მეც რომ ასეთი ნიჭიერი ვყოფილიყავი, ასევე თავდაჯერებული ვიქნებოდი.

რონალდო იმ მატჩის მთავარი მოქმედი ფიგურა იყო, მაგრამ ჟურნალისტები, როგორც ყოველთვის, ბექსს პირველ გვერდს არ აცილებდნენ. მოედანზე გამოვიდა და ორჯერ გაიტანა, ამის მერე კი 2 მატჩი გამარჯვებამდე მიგვაყვანინა, რის შედეგადაც ჩემპიონის ვინაობა საბოლოოდ გადაწყდა. მის გამო მიხაროდა, რომ კლუბში გამოსვლა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. 2002/03 წლებში მოპოვებული ეს ტიტული ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო იყო, რადგან ბევრის წინააღმდეგობრივი მოლოდინის მიუხედავად მოვიგეთ. ყოველთვის მწვერვალზე გრძნობ თავს, როცა ჩემპიონის ტიტულს იბრუნებ, რადგან მთელი წელი გრძნობ, რომ ყველას უნდა დაუმტკიცო რაღაც. ეს უდიდესი სტიმულია.

დავიბრუნეთ თასი, მაგრამ დავკარგეთ ბექსი. როცა სეზონის ბოლო მატჩში "ჩარლტონის" დამარცხების შემდეგ მოედანზე დავდიოდით გულშემატკივართათვის ტაშის დასაკვრელად, ბექსმა მაცნობა, რომ მისი გადასვლა უკვე ახლოს იყო: მითხრა: "მოლაპარაკებებს აწარმოებენ". ჩვენი მცირე საუბარი Match of the Day-ს პროგრამაში ტუჩებით მკითხველებმა გააჟღერეს.

მაშინ პირველად გამოტყდა, რომ ნამდვილად მიდიოდა. მისი გადასვლის შესახებ გავრცელებულმა ამბებმა "რეალსა" და "ბარსელონას" ყურები გამოუჭედა, მაგრამ მიუხედავად ამ უკანასკნელის ინტერესისა, თავად ბექსი უკვე გონებით "ბერნაბეუზე" იმყოფებოდა.

ბექსს ასეთ სტილში წასვლა არ უნდოდა, მაგრამ საზღვარგარეთ თამაშს ყოველთვის ესწრაფოდა. ეს იმ დროს მოხდა, როცა არ უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი სარფიანად შეფასდა როგორც მისთვის, ისე კლუბისთვის. "იუნაიტედმა" 25 მლნ. ფუნტად შეაფასა ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობდა კლუბში და თითქმის არავითარი ხარჯი არ გაწეულა. დევიდმა საშუალება მიიღო ეთამაშა ერთადერთ კლუბში (რა თქმა უნდა, ფაქტი არ არის), რომელიც მასშტაბით "იუნაიტედს" უტოლდებოდა, სადაც ვარსკვლავი გახდა ისეთ გიგანტებთან ერთად, როგორებიც ზიდანი, ფიგუ და რობერტო კარლოსი არიან.

გვერდიდან ეს კონფლიქტი სასტიკ დაპირისპირებას ჰგავდა, მაგრამ ვიცი, რომ ბექსი მწვრთნელს პატივს სცემს და პირიქით- ამას ბევრი თბილი სიტყვა ამტკიცებს, რომელიც მას შემდეგ ერთმანეთს უთხრეს. ბექსს "იუნაიტედის" დატოვება გაუჭირდა, მაგრამ ამის შემდეგ უარესად როდი თამაშობდა- არც "რეალში", არც "მილანში".

ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი მომენატრებოდა. ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ავტობუსში გვერდი-გვერდ ვისხედით ამ ათწლეულის უმეტესი ნაწილი. დანარჩენი სამყაროსთვის ის დევიდ ბექჰემი, სუპერვარსკლავი იყო, მაგრამ ჩემთვის ის იყო მეგობარი, რომელსაც ცამეტი წლიდან ვიცნობ. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ყოველ კვირა მარჯვენა ფლანგზე ერთად ვთამაშობით კლუბისა და ნაკრების რიგებში და პრაქტიკულად ტელეპატიური დონის ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. ბავშვობიდანვე ერთად თამაშს ვსწავლობდით და ინსტინქტურად მოქმედებაც შეგვეძლო. ვხედავდი, როგორ იღებდა მოედნის ცენტრში პასს სქოულზი და ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბურთი მის ბუცს განშორდებოდა, სირბილს ვიწყებდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მალე ბექსის ფეხს შეეხებოდა. ჩემი მოწინააღმდეგე ვინგერი უკვე ზურგს უკან რჩება, მათმა ფლანგის მცველმა კი არ იცის, ვის ეთამაშოს: მე თუ ბექსს. უბრალოდ ჟღერს, მაგრამ ამგვარად მოწინააღმდეგეს მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე ვატყუებდით.

ერთმანეთის სტილს ვიცნობდით და ურთიერთკონფლიქტს ვერიდებოდით. ვერც კი ვიხსენებ მომენტს, როცა ჩვენ შორის ნაპერწკლები გაჩნდა. არც გვქონდა საკამათო, ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით. ბექსი "იუნაიტედში" გატარებული წლების განმავლობაში ფენომენალურ შრომისუნარიანობას ავლენდა; ძალები ჰყოფნიდა იმისათვის, რომ დაუსრულებლად ერბინა. ფიზიკურ ტესტებზე ცოტა ვინმე თუ გაუთანაბრდებოდა ამტანობაში. სატრენაჟორო დარბაზში დგას ნაკლებად ცნობილი ტესტი: სარბენი ბილიკი, რომელზეც მანამ ირბენ, სანამ არ წაიქცევი. ბექსი და იორკი ერთდაერთნი იყვნენ, რომლებიც ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ბოლომდე ფარავდნენ მანძილს სასიგნალო ხმის გაგონებამდე. დანარჩენები კი უკვე იატაკზე იწვნენ ოფლდაღვრილნი.

არა მგონია, საჭირო იყოს მის ტექნიკურ მონაცემებზე საუბარი. პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში თუნდაც ერთი ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც უფრო ზუსტად უწვდის ბურთს თავზე პარტნიორს. მას ჰქონდა ის, რასაც მე "სათამაშო ინტელექტს" ვეძახი. გულახდილად რომ ვთქვა, ჩვენ ყველას - მე, ბექსი, ბატი, სქოულზი, ფილი - გვქონდა ეს. ამჟამად მოთამაშე ინგლისელ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ცოტას თუ ესმის თამაში ისე, რომ არ აუხსნა, საით გაიქცნენ და სად გააკეთონ პასი. ბექსი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო გადაწყვეტილების უცებ მიღებაში. არც მე და არც ის არ დავუჯილდოებივართ ღმერთს სწრაფი ფეხებით, ამიტომ ამ ნაკლის კომპენსირება ვისწავლეთ.

ყველა დანარჩენთან ერთად, მას დიდ მატჩებზე დიდებული განწყობის შექმნა შეეძლო. ყოველთვის ბურთის მიღებას ითხოვდა. ასეთი სითამამე საუკეთესო ფეხბურთელთა ხვედრია- მიიღე ბურთი, პარტნიორი პრესინგიდან გამოიყვანე და შენ თავად მოექეცი მის ქვეშ. მის დიდებულ ფეხბურთელობაზე არა მარტო მისი პასები და სტანდარტულები, არამედ ბურთის დაჭერის უნარიც მეტყველებს.

ბექსი ბავშვობიდან ამბიციური იყო და "იუნაიტედის" დატოვებისას თავისი ამბიციების განხორციელებას გზა და გზა ცდილობდა. ის უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთელი, საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება გახდა. ამან მრავამხრივი შესაძლებლობების კარი გაუღო, დაწყებული საკუთარი აკადემიიდან, დასრულებული 2012 წლის ოლიმპიადის ჩატარებაში ლონდონისთვის დახმარებით.

მისი კარიერა მიმდინარეობდა ისე, როგორც მას სურდა და წარსულს თუ გადახედავ, გლამურის ამ ოც წელზე ვერ იტყვი, რომ მისი ცხოვრების სტილმა საფეხბურთო ნაწილზე გავლენა მოახდინა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას მიაღწია, რამდენი ტიტული მოიგო, რამდენჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრების რიგებში, მთელ 115-ჯერ. ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომელთა გონებაში შოუ-ბიზნესის სამყარო ტრიალებდა, ბექსისთვის ეს მხოლოდ ფულის შოვნის საშუალება იყო. ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია- ადამიანი, რომლის უკიდეგანო ნიჭმა წარმატებამდე მიიყვანა.

ბექსი- "იუნაიტედის" ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მესმის, ჩვენს მწვრთნელს, რომელიც თავისი ფეხბურთელების კონტროლს შეეჩვია, რატომ აბრაზებდა პრესის მხრიდან ერთი ფეხბურთელის მიმართ გამოვლენილი ჭარბი ინტერესი. ჩემს საუკეთესო მეგობართან გამომშვიდობების დრო დადგა.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
6 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri
5 მაი 2016 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
სგ სგ ავტორ მაგარი სტატიაა ისე არ ვიცი რატო მარა ეს არასოდეს მევასებოდა და არც ეხლა მევასება
0
№2
ავტორი: ikeoni
5 მაი 2016 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian magariii
0
№3
ავტორი: stepno
5 მაი 2016 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
bully
0
№4
ავტორი: hemi
6 მაი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეს და ბექზი იმენა ბრატები იყვნენ, კარგად ლაპარაკობს აქაც ისე ამათზე კაი წყვილი იშვიათად, მაგრა უგებდნენ ერთმანეთს
0
№5
ავტორი: Mufc7
6 მაი 2016 17:38
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საუკეთესო!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მაი 2016 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველას თავისი აზრი აქვს ამ "კონფლიქტზე" , მაგრამ მე ყოველთვის ჩემ აზრზე ვრჩები და თავიდან ბოლომდე ბექჰემის ბრალი მიმაჩნია ის, რომ დევიდი გუნდიდან წავიდა. ბუცის სროლა კარგი საქციელი ნამდვილად არაა და ეს ფერგის არ ამართლებს რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ერთი ფაქტორია, ბექემმა ზუსტად იცოდა რა ხასიათის იყო ფერგიუსონი და ისიც იცოდა, რომ შეწინააღმდეგებას არავის აპატიებდა, თანაც აშკარა იყო რომ ის მატჩი ბექჰემმა ჩააგდო.


"მათ არ მისცე მაისური. არასოდეს. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურია და არა შენი. გაუფრთხილდი. თუ კიდევ დავინახავ რომელიმე თქვენგანს, რომელიც მათ მაისურს აძლევს, ჩემს გუნდში არასდროს ვათამაშებ"- ამ სიტყვებზე კი ლაპარაკი ზედმეტია winked love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top